თავში

საქართველო და აზერბაიჯანი მტკვრის რესურსების მართვას აგრძელებენ

საქართველო და აზერბაიჯანი მტკვრის რესურსების მართვას აგრძელებენ
საქართველო და აზერბაიჯანი მტკვრის რესურსების მართვას აგრძელებენ

საქართველოს ტერიტორიაზე მოედინება 26,060 მდინარე საერთო სიგრძით 60,000 კილომეტრი. მტკვარი მათ შორის ყველაზე მსხვილია. საქართველოს ტერიტორიაზე მისი სიგრძე 351 კილომეტრია, ხოლო სრული სიგრძე საქართველოსა და აზერბაიჯანში 1,364 კილომეტრი.

როგორც report.ge-ს  UNDP-იდან აცნობეს, გლობალურ გარემოსდაცვით ფონდთან (GEF) ერთად, დაგეგმილია გონივრული წყალმოხმარებას და მტკვრის ძვირფასი რესურსების მდგრადი მართვა. პროექტი UNDP - GEF Kura II-ის სახელითაა ცნობილი და გულისხმობს წყლის რესურსების ინტეგრირებული მენეჯმენტის განვითარებას (მდინარე მტკვრის აუზის ტრანსსასაზღვრო შეთანხმებული მოქმედებებისა და ეროვნული გეგმების მეშვეობით) . მტკვრის  აუზის სტრატეგიულ სამოქმედო პროგრამა საქართველოსა და აზერბაიჯანის მთავრობებთანაა შეთანხმებული. საქართველო და აზერბაიჯანი მტკვრის დაყოფაზე მუშაობენ. 

პროექტის განხორციელებას გლობალურ გარემოსდაცვით ფონდი 5 329 452 აშშ დოლარით დააფინანსებს. ამისთვის თანხა გამოყვეს აზერბაიჯანისა და საქართველოს მთავრობებმაც. პროექტის განხორციელების პერიოდი გრძელდება 4 წლის განმავლობაში.

შეგახსენებთ, მდინარე მტკვარი ამიერკავკასიის უდიდესი მდინარეა, რომელიც სათავე იღებს თურქეთში 2742 მ-ზე, ყიზილ-გიადუკის მთის აღმოსავლეთ კალთაზე. ერთვის კასპიის ზღვას აზერბაიჯანის ტერიტორიაზე. მისი სიგრძე 1515 კმ-ია. აუზის ფართობი 188 ათ. კმ².

საქართველოში მოქცეულია მტკვრის შუაწელის დაახლოებით 400 კმ მონაკვეთი. მტკვარი ყველაზე გრძელია აზერბაიჯანში, სადაც მისი სიგრძე 906 კმ-ს უდრის.

მტკვრის აუზი მოიცავს: სომხეთის ტერიტორიას მთლიანად, აზერბაიჯანისა და საქართველოს ტერიტორიის დიდ ნაწილს, აგრეთვე თურქეთისა და ირანის ტერიტორიის ნაწილს.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system