თავში

საქართველო კორონავირუსით 30 მილიონ ლარს ზარალობს

საქართველო კორონავირუსით 30 მილიონ ლარს ზარალობს
საქართველო კორონავირუსით 30 მილიონ ლარს ზარალობს

"ყველა სხვა ინტერესთან შედარებით უპირატესია მოსახლეობის ჯანმრთელობა, ამიტომ წავედით იმ არაპოპულარულ ზომებზე, რაც არის პირდაპირი ფრენების შეჩერება ირანსა და ჩინეთთან," – ამის შესახებ საქართველოს ეკონომიკისა და მდგარდი განვითარების მინისტრმა, ნათია თურნავამ განაცხადა.

მისი თქმით, კორონავირუსის გამო დაწესებული შეზღუდვები ყველაზე მეტად ტურიზმს აზარალებს.

"პირდაპირი ზიანი მხოლოდ ირანისა და ჩინეთის მიმართულებით არის სულ მცირე, 30 მილიონი ლარი თვეში. გამომდინარე იქედან, თუ რამდენ ხანს გაგრძელდება შეზღუდვა, ზარალი მოიმატებს. დიდი იმედი გვაქვს, მსოფლიო სწრაფად გაუმკლავდება ამ გამოწვევას“, - განაცხადა თურნავამ და დაამატა, რომ ვირუსი აზიანებს გლობალური ეკონომიკას. 

"საქართველოში ყველაფერს ვაკეთებთ, რომ პირველ რიგში ჩვენი მოქალაქეების ჯანმრთელობა იყოს დაცული. ყველა სხვა ინტერესთან შედარებით უპირატესია მოსახლეობის ჯანმრთელობა. ამიტომაც, წავედით იმ არაპოპულარულ ზომებზე, რაც არის პირდაპირი ფრენების შეზღუდვა და შეჩერება ირანთან, ჩინეთთან. ჩვენ დიდ ყურადღებას ვაქცევთ პროცესებს იმ ქვეყნებთან მიმართებაში, სადაც ეს დაავადება სამწუხაროდ უკვე არის გავრცელებული," - აღნიშნა მინისტრმა თურნავამ.

ცნობისთვის, ეკონომისტებვის მიერ დათვლილი ზარალი, კიდევ უფრო მასშატაბურია. მათი თქმით,  ფასი, რომელიც ქვეყანამ უნდა გაიღოს, მხოლოდ სიფრთხილის გამოჩენისთვის, 100 მილიონი ლარია. მხოლოდ ჩინეთიდან პირდაპირი საჰაერო ფრენების აკრძალვით, საქართველო 13-14 ათას ვიზიტორს კარგავს, რაც ფინანსურ გამოსახულებაში, თითო ჩინელი ვიზიტორის მიერ საშუალოდ დახარჯული 2253 აშშ დოლარის გათვალისწინებით, დაახლოებით 30 მილიონს უდრის. რაც შეეხება ირანს, ამ მიმართულებიდან 26-27 ათაში ვიზიტორი დაგვაკლდება, რაც რაც ამ კატეგორიის ვიზიტორების საშუალო ხარჯის 2715 აშშ დოლარის გათვალისწინებით, დამატებით დაახლოებით 70 მილიონი აშშ დოლარის დანაკლის ნიშნავს.

შეგახსენებთ, ჩინეთში პნევმონიის აფეთქება 2019 წლის დეკემბერში დაიწყო. ბოლო 24 საათის განმავლობაში ფატალურმა ვირუსმა ქვეყანაში 52 ადამიანი იმსხვერპლა. გამოვლენილია ინფიცირების 406 ახალი შემთხვევა. ჯამში კორონავირუსით ჩინეთში 2715 ადამიანია გარდაცვლილი, ინფიცირებულთა რაოდენობა კი 78064-ს აღწევს. გამოჯანმრთელდა 27 794 ადამიანი. ისინი საავადმყოფოებიდან უკვე გაწერეს.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system