თავში

საქართველო ზამთრის საერთაშორისო ტურნირების მასპინძელი ქვეყნის სტატუსს იძენს

საქართველო ზამთრის საერთაშორისო ტურნირების მასპინძელი
საქართველო ზამთრის საერთაშორისო ტურნირების მასპინძელი ქვეყნის სტატუსს იძენს

“ჩვენზე მართლაც დიდი შთაბეჭდილება მოახდინა იმ გარემოებამ, რომ ძალიან ძლიერი მხარდაჭერა გვქონდა ქართველი ხალხისგან, სათხილამურო ფედერაციისა და საქართველოს მთავრობისგან, რაც ძალიან კარგია, რადგან მათ ნამდვილად ესმით, რომ ეს არის დიდი შანსი ქართული მთების პოპულარიზაციისთვის,” – განაცხადა საქართველოს სათხილამურო ფედერაციის ვიცე-პრეზიდენტმა პატრიკ ლანგმა საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრ ნათია თურნავასთან ბაკურიანში სქი-ქროსში მსოფლიო ტასის ეტაპის საორგანიზაციო ჯგუფთან შეხვედრის შემდეგ. 

მისი თქმით, ყველაფერი ძალიან კარგად ვითარდება და მთელ მსოფლიო გაიგებს ქართული მთების პოტენციალის შესახებ და ასევე იმას, თუ რამდენად მეგობრულია საქართველოს ხალხი და რამდენად უჭერს მხარს მთავრობა მსგავს ინიციატივებს.

“ჩვენ ასევე იმედით ვუყურებთ მომავალს, რადგან ეს ნამდვილად კარგი შანსია, რომ საქართველომ განიმტკიცოს პოზიცია, როგორც მსგავსი ტურნირების მასპინძელმა ქვეყანამ. ძალიან ბედნიერი ვარ, რომ ბევრი ადამიანი აღმოაჩენს ისეთ შესანიშნავ ქვეყანას, როგორიც არის საქართველო, თავისი სტუმართმოყვარეობითა და ბუნებით,“ - განაცხადა პატრიკ ლანგმა.

ზამთრის საერთაშორისო ჩემპიონატების მსოფლიო რუკაზე საქარველო ადგილს იმკვიდრებს. ბაკურიანში 26 - 28 თებერვალს სქი-ქროსის მსოფლიო ეტაპები გაიმართება, რომლებიც საერთაშორისო სათხილამურო ფედერაციის ეგიდით ტარდება. მსგავსი მაღალი რანგის სპორტულ შეჯიბრებს საქართველოს სამთო კურორტი პირველად მასპინძლობს. საქართველოს მთის კურორტებს მსოფლიოს 500 სპორტსმენი ეწვევა.

ცნობისთვის, ზამთრის სამთო კურორტები დღეიდან სრული დატვირთვით ამოქმედდა. 8 მარტს ჩაირთვება საბაგიროები. 

"სქი ქროსის" მსოფლიო თასის ეტაპის მონაწილეები და ორგანიზატორები უკვე საქართველოში არიან. 9 ქვეყნის 51 სპორტსმენი 26 - 28 თებერვალს მონაწილეობას მიიღებს საერთაშორისო სათხილამურო ფედერაციის ეგიდით დაგეგმილ მაღალი დონის შეჯიბრში, რომელიც ბაკურიანში გაიმართება. შეჯიბრი აღნიშნული ფედერაციის მიერ შემუშავებული COVID პროტოკოლის, წესებისა და რეგულაციების მკაცრი დაცვით ჩატარდება.

შეგახსენებთ, ბაკურიანი 2025 წლის ევროპის ზამთრის ახალგაზრდულ ოლიმპიურ ფესტივალს უმასპინძლებს.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system