თავში

საქართველოდან აზერბაიჯანში წელს 5,5 მილიონი დოლარი გადაირიცხა

საქართველოდან აზერბაიჯანში წელს 5,5 მილიონი დოლარი გადაირიცხა
საქართველოდან აზერბაიჯანში წელს 5,5 მილიონი დოლარი გადაირიცხა

2021 წლის აპრილში საქართველოდან აზერბაიჯანში ფულადი გზავნილები 1,7 მილიონი დოლარის ოდენობით განხორციელდა, ხოლო პირველ ოთხ თვეში საქართველოდან მეზობელ ქვეყანაში გადარიცხულია 5,5 მილიონი დოლარი. ამის შესახებ ირკვევა ეროვნული ბანკის სტატისტიკიდან.

2021 წლის იანვარ-აპრილში აზერბაიჯანიდან მეზობელ ქვეყანაში 27,7 მილიონი დოლარი გადმოირიცხა, რაც 3,2-ჯერ მეტია გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით.  მხოლოდ აპრილში კი აზერბაიჯანიდან საქართველოში ფულადი გზავნილები 3.8-ჯერაა გაზრდილი და 9.1 მილიონ აშშ დოლარს უტოლდება.

მარტში რეგიონის ქვეყნებიდან მაღალი ტემპით გაიზარდა აზერბაიჯანიდან (207.6 პროცენტით) და უკრაინიდან (145.2 პროცენტით) გადმორიცხული ფულადი სახსრები. 2021 წლის მესამე თვეში ფულადი გზავნილები ყველაზე მეტად აზერბაიჯანიდან უკრაინიდან და ყაზახეთიდან გაიზარდა.

მიმდინარე წლის პირველ კვარტალში აზერბაიჯანიდან საქართველოში 18,6 მილიონი აშშ დოლარი გადმოირიცხა, რაც 3-ჯერ მეტია 2020 წლის პირველი კვარტალში აზერბაიჯანიდან გადმორიცხულ გზავნილებზე. საქართველოს ეროვნული ბანკის მონაცემებით, წელს იანვარ-მარტში აზერბაიჯანში საქართველოდან 3,8 მილიონი დოლარი გაიგზავნა, რაც 0,2 მილიონი დოლარით მეტია გასულ წელთან შედარებით.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system