თავში

საქართველომ 4 მლნ დოლარის COVID-ვაქცინა შეიძინა

საქართველომ 4 მლნ დოლარის COVID-ვაქცინა შეიძინა
საქართველომ 4 მლნ დოლარის COVID-ვაქცინა შეიძინა

საქართველომ უკვე შეიძინა 4 მლნ აშშ$ ღირებულების ვაქცინა, რომელიც სავარაუდოდ 2021 წლის გაზაფხულზე იქნება ხელმისაწვდომი. სულ 17 მლნ აშშ დოლარის ღირებულების ვაქცინაა საჭირო საქართველოს მოსახლეობის 20%-ის დასაფარად.

ამის შესახებ აღნიშნულია Galt&Taggart-ის ჯანდაცვის სექტორის მიმოხილვაში.

დოკუმენტში დაკონკრეტებული არ არის, რომელი ტიპის, რომელი ქვეყნის ვაქცინაზა შეაჩერა არჩევანი საქართველოს ხელისუფლებამ.

ცნობისთვის, მთავრობას COVID-ვაქცინისთვის 18 მილიონი აქვს მობილიზებული.

ჯერ კიდევ ერთი კვირის წინ დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ განაცხადა, რომ მარეგულირებლის მიერ დამტკიცებული ვაქცინის იანვარ-თებერვალში შემოტანაზე მთავრობა აქტიურად მუშაობდა. მისივე თქმით, საზოგადოებრივი იმუნიტეტის მისაღებად, საჭიროა აცრილი იყოს მოსახლეობის 60%-მდე.

Galt&Taggart-ის ჯანდაცვის სექტორის მიმოხილვის მიხედვით, COVAX პლატფორმა შექმნილია COVID-19 ვაქცინებზე მსოფლიოს ყველა ქვეყნისთვის სამართლიანი და სწრაფი წვდომის უზრუნველსაყოფად, მათ შორის საქართველოსთვის.

ჯანდაცვის ექსპერტები ამბობენ, რომ ვაქცინის დისტრიბუცია მნიშვნელოვანი გამოწვევაა, რადგან მსოფლიოს ასეთი მასშტაბის ვაქცინაცია არასდროს უნახავს. 

"Pfizer-BioNTech ვაქცინის შენახვას სჭირდება ძალიან დაბალი ტემპერატურა, რაც დისტრიბუციას კიდევ უფრო ართულებს, თუმცა Moderna, AstraZeneca და J&J ვაქცინებს შენახვის უფრო მარტივი მოთხოვნები აქვთ," - აღნიშნულია ჯანდაცვის სექტორულ კვლევაში. 

ჯანდაცვის სპეციალისტბის დარწმუნებულნი არიან, რომ ვაქცინები ხელმისაწვდომი იქნება მხოლოდ ვიწრო მიზნობრივი ჯგუფისთვის 2020 წლის ბოლოსთვის და სრულ წარმადობას მიაღწევს 2021 წელს.

"Pfizer/BioNTech და Moderna-ს COVID ვაქცინის კანდიდატებმა 2020 წლის ნოემბერში 90%-ზე მაღალი ეფექტურობა გამოავლინეს კვლევების მე-3 ფაზაში. ეს შედეგი ბევრად აღემატება მოსალოდნელ 60-70%-ს, რაც საკმარისი ეფექტურობაა ჯოგური იმუნიტეტის გამოსამუშავებლად. აღსანიშნავია, რომ AstraZeneca/Oxford-ის ვაქცინამ 70%-იანი ეფექტურობა აჩვენა, ხოლო Johnson & Johnson-ის შედეგები უახლოეს მომავალში გამოქვეყნდება. უსაფრთხოების კვლევები ჯერ არ დასრულებულა, თუმცა მოსალოდნელია პოზიტიური შედეგები. ავტორიზაციის პროცესის გათვალისწინებით, ვაქცინები ხელმისაწვდომი იქნება მხოლოდ ვიწრო მიზნობრივი ჯგუფისთვის 2020 წლის ბოლოსთვის და სრულ წარმადობას მიაღწევს 2021 წელს," - ვკითხულობთ კვლევაში. 

ვაქცინის ტიპები, ეფექტურობა და ერთ სულ მოსახლეზე საჭირო დოზები, ასევე სხვა პარამეტრები, დატანილია გრაფიკულ გამოსახულებაში. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system