თავში

საქართველომ აზერბაიჯანში კარაქის ექსპორტი მნიშვნელოვნად გაზარდა

საქართველომ აზერბაიჯანში კარაქის ექსპორტი მნიშვნელოვნად გაზარდა
საქართველომ აზერბაიჯანში კარაქის ექსპორტი მნიშვნელოვნად გაზარდა

საქართველომ აზერბაიჯანში კარაქის ექსპორტი მნიშვნელოვნად გაზარდა. ამას ორ ქვეყანას შორის სავაჭრო მონაცემები ადასტურებს.

საქსტატის ინფორმაციით, 2020 წელს საქართველომ აზერბაიჯანში 2, 880.0 დოლარის ღირებულების 480.0 ტონა ნატურალური,რეკომბინირებული, შრატის და სხვა ტიპის კარაქი გაყიდა. მონაცემი თვალშისაცემადაა გაზრდილი 2018 წლის მაჩვენებელთან შედარებით, როცა საქართველომ მეზობელ ქვეყანას 040510 სასაქონლო ნიშნით 73.2 ათასი დოლარის ღირებულების 12.2 ტონა კარაქი მიაწოდა. 

აღსანიშნავია, რომ საქართველოდან აზერბაიჯანში კარაქის ექსპორტი 2019 და 2017 წლებში საერთოდ არ ფიქსირდება, ხოლო 2016 წელს საქართველომ მეზობელ ქვეყანას  25.0 ტონა კარაქი მიაწოდა, რომლიდანაც 97.4 ათასი დოლარის შემოსავალი მიიღო.

კიდევ უფრო მაღალი იყო საქართველოდან აზერბაიჯანში დაექსპორტებული კარაქის მოცულობა 2015 წელს, როცა მეზობელ ქვეყანაში გაიყიდა 94.5 ტონა კარაქი, რომელიც ფულად გამოსახულებაში 410.0 ათას დოლარს უტოლოდება.

აღსანიშნავია, რომ ამ პროდუქტის ექსპორტი მხოლოდ საავტომობილო გადაზიდვებით ხორციელდება.

მიმდინარე წელს, კარაქის ექსპორტი საქართველოდან აზერბაიჯანში მხოლოდ იანვარსა და ივნისში არ განხორცურციელებულა, ყველა სხვა თვეში ამ პროდუქტის ექსპორტი შეუფერხებლად ხორციელდებოდა.

ცნობისთვის, წინა წელთან შედარებით საქართველოს ექსპორტი აზერბაიჯანში 6.1%-ითაა შემცირებული. რაც შეეხება აზერბაიჯანში გატანილ 5 უმსხილეს საექსპორტო პროდუქტს, ექსპორტის მოცულობით ლიდერ პოზიციაზეა მსუბუქი ავტომობილების ექსპორტი. შარშანდელთან შედარებით, 62.6%-ით არის შემცირებული აზერბაიჯანში გაყიდული სიგარეტის ოდენობა, თუმცა ექსპორტის მოცულობით საექსპორტო პროდუქტებს შორის ის მეორე პოზიციაზეა. უმსხვილესი საექსპორტო პროდუქტების ხუთეულში მესამე პოზიციაზეა მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვის გაყინული ხორცი წლიურ ჭრილში ექსპორტის 9,157.4%-იანი ზრდით. მეოთხე პოზიციას იჭერს დაფასოებული სამკურნალო საშუალებები, რონმლის ექსპორტი, წელთან შედარებით, 61.0%-ითაა შემცირებული. ხეთეულის ბოლო პოზიციაზეა სამრეწველო დანიშნულების თამბაქო. 1403 სასაქონლო ნიშნის ქვეშ აზერბაიჯანში საქართველომ გაიტანა 5,908.5 ათასი დოლარის 426.6 ტონა თამბაქო, რაც 80.0%-ით მეტია წინა წლის მაჩვენებელთან შედარებით. შარშან აზერბაიჯანში საქართველომ დააექსპორტა 3,282.5 ათასი დოლარის ღირებულების 303.2 ტონა თამბაქო.

2020 წლის იანვარ-ივნისის სავაჭრო მონაცემებით, აზერბაიჯანი საქართველოს უმსხვილესი საექსპორტო ქვეყნების ათეულში(ადგილობრივი ექსპორტი, რეექსპორტის გარეშე) ბოლო, მეათე, ადგილს იჭერს. მიმდინარე წლის პირველ ნახევარში ამ ქვეყანაში დაექსპორტდა უფრო ნაკლები საქართველოში დამზადებული პროდუქტი, ვიდრე სომხეთში, აშშ-ში, შვეიცარიაში, ესპანეთში, უკრაინაში, თურქეთში.

საქართველოს უმსხვილესი საექსპორტო პარტნიორებია(ადგილობრივი ექსპორტის მიხედვით): ჩინეთი (197.9 მლნ. აშშ დოლარი), რუსეთი (167.3 მლნ. აშშ დოლარი) და ბულგარეთი (161.6 მლნ. აშშ დოლარი).

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system