თავში

საქართველოს ავტოპარკი 1.38 მლნ ავტომობილს ითვლის

საქართველოს ავტოპარკი 1.38 მლნ ავტომობილს ითვლის
საქართველოს ავტოპარკი 1.38 მლნ ავტომობილს ითვლის

საქართველოს ავტოპარკში რეგისტრირებული 1.38 მლნ ავტოსატრანსპორტო საშუალებიდან მხოლოდ 1.06 მლნ გადაადგილდება გზებზე. ამის შესახებ აღნიშნულია galt and taggart-ის საავტომობილო ბიზნესის მიმოხილვაში. 

"როგორც ჩვენს წინა კვლევაში Regional Hub for Car Trade გვქონდა აღნიშნული, საქართველოს ატოპარკის სტატისტიკა ბევრ ძველ, გაუქმებულ ავტომობილს მოიცავს. აქტიური ავტომობილების რაოდენობის (1.06 მლნ) შესაფასებლად, ჩვენ გამოვიყენეთ შემდეგი მონაცემები: 1. 2019 წელს ტექ-ინსპექტირებული ავტომობილების რაოდენობა 2. ავტომობილები, რომლისთვისაც ტექ-ინსპექტირება არ არის სავალდებულო (მაგ: მოტოტრანსპორტი, სასოფლო სამეურნეო და სპეც. ტექნიკა) 3. ავტომობილები, რომლისთვისაც ტექ-ინსპექტირება არ იყო სავალდებულო 2019 წელს (0-4 წლის მსუბუქი ავტომობილები, მსუბუქი ავტომობილები, რომლებმაც 2018 წელს ნებაყოფლობით გაიარეს ტექ-ინსპექტირება) 4. ავტომობილები, რომლისთვისაც ტექ-ინსპექტირება სავალდებულო იყო, თუმცა არ გამოცხადდა ინსპექტირების გასავლელად," - განაცხადეს galt and taggart-ის საავტომობილო ბაზრის მიმოხმხილველებმა. 

საქართველოში ყოველ 1,000 მოსახლეზე მსუბუქი ავტომობილების რაოდენობა 304-ია, თუ ძველ, გაუქმებულ ავტომობილებს გამოვაკლებთ, ეს რიცხვი 234-მდე მცირდება. ანალიტიკოსების შეფასებიტ,  ორივე შემთხვევაში საქართველო მნიშვნელოვნად ჩამორჩება ცენტრალურ და აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებს. მაგალითად, პოლონეთში ყოველ 1,000 მოსახლეზე 642 ავტომობილია რეგისტრირებული, ჩეხეთში 562, რუმინეთში 355 და ა.შ. ციფრები აჩვენებს, რომ საქართველოში ყოველ 1,000 მოსახლეზე მანქანების განბაჟების რაოდენობა თითქმის 2-ჯერ ნაკლებია ევროკავშირის საშუალო მაჩვენებელზე, რაც მომავალში ავტომობილებზე მოთხოვნის ზრდაზე მიუთითებს.

საქართველოს ევროპაში ერთ-ერთი უძველესი ავტოპარკი აქვს. საქართველოს ავტომპარკის 87% -ზე მეტი 11 წელზე მეტი ასაკის ავტომობიულებზე მოდის. 2017 წლიდან საქართველოში რეგისტრირებულ მანქანებში მცირეწლოვანების, ანუ, ახალი მანქანების, წილი იზრდებოდა. 10 წლამდე მანქანების ოდენობამ ახლადრეგისტრირებული ავტომობილების საერთო რაოდენობაში 80% -საც კი გადააჭარბა, თუმცა წელს ეს დინამიკა შეწყდა. წელს საქართველოს ავტოპარკის 48%-ი 20 წელზე მეტი ასაკისაა. 38%-ი მოდის 11-დან 20 წლამდე ასაკის ავტომობილებზე. ავტოპარკის სულ რღაც 7%-ია 7-დან 10 წლამდე ასაკის ავტომობილები, ხოლო 4-6 წლის მანქანების წილი საქართველოში რეგისტრირებული ავტომობილების მხოლოდ 4%-ს შეადგენს, 3%-ია სამი წლის ავტომობილების წილი მთლიან ავტოპარკში.

როგორ ნაწილდება საქართველოს ავტოპარკი ბრენდების და მოდელების მიხედვით, ნახეთ აქ.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system