თავში

საქართველოს მთავრობა ახალი ევრობონდის გამოშვებისათვის ემზადება

საქართველოს მთავრობა ახალი ევრობონდის გამოშვებისათვის ემზადება
საქართველოს მთავრობა ახალი ევრობონდის გამოშვებისათვის ემზადება

სახელმწიფო ვალის ეფექტიანი მართვის მიზნით, სახელმწიფო ვალის ეფექტიანი მართვის მიზნით, საქართველოს მთავრობა ახალი ევრობონდის გამოშვებისათვის მზადებას იწყებს. ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა, მთავრობის სხდომაზე განაცხადა.

"დღეს განვიხილავთ მთავრობის განკარგულების პროექტს „საქართველოს ახალი ევროობლიგაციების გამოშვების უზრუნველყოფის მიზნით საინვესტიციო ბანკების შერჩევის პროცედურების ინიცირების შესახებ“, - განაცხადა პრემიერმა ღარიბაშვილმა და დასძინა, რომ  2011 წელს, საქართველომ ლონდონის საფონდო ბირჟაზე განათავსა საქართველოს 10-წლიანი დაფარვის ვადის ევროობლიგაცია 500 მლნ აშშ დოლარის ოდენობით, რომლის ძირითადი თანხის დაფარვის ვადა 2021 წლის აპრილი. მთავრობის მეთაურის თქმით, არსებული ევრობონდის ძირითადი თანხის დაფარვისთვის, საჭიროა მოხდეს ფინანსური რესურსის მოზიდვა ახალი ევრობონდის გამოშვებით.

„დღეს ასევე განვიხილავთ მთავრობის განკარგულების პროექტი „საქართველოს ახალი ევროობლიგაციების გამოშვების უზრუნველყოფის მიზნით საინვესტიციო ბანკების შერჩევის პროცედურების ინიცირების შესახებ“. ცხადია, ვალის ეფექტიანი მართვა ჩვენი ერთ-ერთი მთავარი ამოცანაა, განსაკუთრებით კი, პანდემიის პირობებში.

შეგახსენებთ, რომ 2011 წელს წინა მთავრობამ, საქართველომ ლონდონის საფონდო ბირჟაზე განათავსა საქართველოს 10-წლიანი დაფარვის ვადის ევროობლიგაცია 500 მლნ აშშ დოლარის ოდენობით, რომლის ძირითადი თანხის დაფარვის ვადა 2021 წლის აპრილი.

სწორედ მთავრობის ვალის ეფექტიანი მართვის მიზნებიდან გამომდინარე, რაც მთავრობის ვალის პორტფელში რეფინანსირების რისკების შემცირებას გულისხმობს, არსებული ევრობონდის ძირითადი თანხის დაფარვისთვის, საჭიროა მოხდეს ფინანსური რესურსის მოზიდვა ახალი ევრობონდის გამოშვებით და ჩვენ სწორედ ამ პროცესისთვის მზადებას ვიწყებთ. შესაბამისი დავალება ფინანსთა სამინისტროს უკვე მიცემული აქვს“, - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

ცნობისთვის, 2020 წელს მთავრობის მთლიანი ვალი წლიურად 9.7 მლრდ ლარით გაიზარდა და წინასწარი მონაცემებით მშპ-ის 60.3% შეადგინა. 2021 წელს მთავრობა 500 მლნ ევრობონდების რეფინანსირებას გეგმავს და ანალიტიკოსების შეფასებით, საშუალოვადიან პერიოდში ფისკალური პარამეტრების პანდემიამდელ არსებულ ნიშნულამდე დაბრუნება მთავარი გამოწვევაა.

ფინანსთა მინისტრის მოადგილის, გიორგი კაკაურიძის,  თქმით, 2022 წლიდან რადიკალურად უნდა დაიწყოს დეფიციტის რადიკალური შემცირება და ქვეყანა ძველ ნიშნულს დაუბრუნდეს, 2%-ის ფარგლებში. საქართველომ 2020 წელი 7 მილიარდ დოლარიანი ვალით დახურა. 2021 წელს სახელმწიფო 5,3 მილიარდი ლარის ოდენობის ვალს აიღებს. ვალდებულებების ზრდაში ასევე ასახულია 1,6 მილიარდი ლარი, 2021 წელს გადასაფარი ევრობონდებისათვის ახლი ევრობონდების გამოშვება. ამასთან აღსანიშნავია, რომ სახელმწიფო ვალების დაფარვისთვის 2021 წლის ბიუჯეტში გათვალისწინებულია 2,8 მილიარდი ლარი.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system