თავში

საქართველოს რეზერვები რეკორდულ ნიშნულზეა

​საქართველოს რეზერვები რეკორდულ ნიშნულზეა
საქართველოს რეზერვები რეკორდულ ნიშნულზეა

საქართველოს სავალუტო რეზერვები ისტორიულ მაქსიმუმზეა. სპეციალისტები მიზეზად დონორებისაგან გამოყოფილი დახმარებების მობილიზებას ასახელებენ.

1 აგვისტოსთვის ქვეყნის სარეზერვო აქტივებმა 3,84 მლრდ დოლარს გადააჭარბა, მათ შორის, უცხოური ვალუტის რეზერვი 3,643 მლრდ დოლარია, 200 SDR-ს აჭარბებს სესხების სპეციალური უფლებები.

შეგახსენებთ, ეროვნულ ბანკს რეზერვების ხარჯვის პოლიტიკაზე აქვს გაცხადებული, რაც იმას ნიშნავს, რომ საჭიროების შემთხვევაში ცენტრალური ბანკი ბაზარს უცხოურ ვალუტას მიაწვდის. 

ბოლო ინტერვენცია სებ-მა მიმდინარე წლის 24 ივლისს განახორციელა, როცა სავალუტო ბაზარს 40 000 000 აშშ დოლარი მიაწოდა. საშუალო შეწონილმა გაცვლითმა კურსმა 3.0585 შეადგინა. ეროვნული ბანკის მხრიდან წელს ეს უკვე რიგით მეცხრე სავალუტო ინტერვენცია იყო. ცენტრალურმა ბანკმა 2020 წელს სავალუტო რეზერვებიდან 270 მილიონი დოლარი გაყიდა.

სებ-ი სავალუტო ინტერვენციებს, როგორც წესი, ლარის კურსის დასასტაბილურებლად ახორციელებს.

ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი სავალუტო გაცვლითი კურსით, დღეს 1 ამერიკული დოლარი 3.0743 ლარი ღირს. 1 ევროს შეძენა კი 3. 6138 ლარად არის შესაძლებელი.

ამ მომენტისთვის(08:40 სთ) Bloomberg-ზე 1 დოლარი 3.0802 ლარად ივაჭრება.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system