თავში

საქართველოს საინვესტიციო სტრატეგიის განახლებას ურჩევენ

საქართველოს საინვესტიციო სტრატეგიის განახლებას ურჩევენ
საქართველოს საინვესტიციო სტრატეგიის განახლებას ურჩევენ

ევროპულ ბიზნესასოციაციაში ამბობენ, რომ ის ნიშა, რომელიც საქართველოს პანდემიამდე ეკავა, ახლა უკვე საკმარისი აღარ არის და ქვეყანამ ინვესტორების მოსაზიდად ახალი სტრატეგია უნდა შეიმუშაოს.

"ეს უნდა იყოს სპეცპაკეტი ინვესტორებისთვის, სადაც დეტალურად უნდა გაიწეროს, რა შეღავათებით ისარგებლებენ ისინი საქართველოში კაპიტალდაბანდებისას,"  - განმარტავენ ასოციაციაში და იმასაც დასძენენ, რომ მანამდე აუცილებელია სექტორული სტატისტიკის უფრო ეფექტური წარმოება, რადგან ნებისმიერი ინვესტორი, ქვეყნის საინვესტიციო პოტენციალის შესწავლას, სტატისტიკით იწყებს.

"საქართველოს კი სტატისტიკის, მონაცემების პრობლემა ყოველთვის ჰქონდა. არის რამდენიმე კომპანია, რომელიც პერიოდულად კვლევებს აქვეყნებს, მაგრამ ეს საკმარისი არ არის ინვესტორისთვის," - აღნიშნავენ ევროპული ბიზნეს ასოციაციის გამგეობაში.

შეგახსენებთ, საქართველოს მთავრობა საერთაშორისო სტატუსის მქონე კომპანიებს საგადასახადო შეღავათებს სთავაზობს.  საერთაშორისო სტატუსის მისაღებად კომპანიამ საქართველოს შემოსავლების სამსახურს განცხადებით უნდა მიმართოს. შეღავათიანი პირობებით მხოლოდ საერთაშორისო კომპანიის სტატუსის მქონე IT და საზღვაო სფეროს წარმომადგენლები ისარგებლებენ.

მთავრობის განმარტებით, საგადასახადო შეღავათების დაწესება კომპანიებისთვის მნიშვნელოვანია ადგილობრივი და უცხოური ინვესტიციების მოსაზიდად და წასახალისებლად.

საქართველოს მთავრობა ამ საგადასახადო ცვლილებების მიღებაზე ორ წელზე მეტი ხნის განმავლობაში მუშაობდა და ის თავდაპირველად ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ დააანონსა.

ცნობისთვის, მთავრობამ ინვესტიციების მოზიდვის სტრატეგია განაახლა. ახალ საინვესტიციო პოლიტიკაზე ხელისუფლების ეკონომიკურმა გუნდმა მსოფლიო ბანკთან და IFC-სთან ერთად იმუშავა. განაახლებული სტრატეგია მიზნად ისახავს კონკრეტული დარგების პოპულარიზაციას, 400-ზე მეტ კომპანიასთან კომუნიკაციაზე გასვლას და მათთვის მიმზიდველი საინვესტიციო გარემოსა და პირობების, ასევე გარკვეული შეღავათების შეთავაზებას.

ქვეყნის საინვესტიციო რუკაზე სწორი პოზიციონირებისთვის, საქართველოში პერიოდულად ჩამოდიან საინვესტიციო ლოკაციების კონსულტანტები.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system