თავში

საქართველოს სატრანსპორტო დერეფნებში ტვირთბრუნვა გაიზარდა

საქართველოს სატრანსპორტო დერეფნებში ტვირთბრუნვა გაიზარდა
საქართველოს სატრანსპორტო დერეფნებში ტვირთბრუნვა გაიზარდა

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ინფორმაციით, საქართველოს სატრანსპორტო დერეფნებში, 2019 წლის 11 თვის მონაცემებით, ტვირთბრუნვა გაიზარდა.

2019 წლის 11 თვეში, საქართველოს სატრანსპორტო დარგებმა 38.1 მლნ ტონა ტვირთი გადაზიდეს, რაც 2018 წლის იგივე პერიოდის მაჩვენებელს ერთი მილიონი ტონით აღემატება. საზღვაო ნავსადგურებსა და საზღვაო ტერმინალებში გადამუშავებული ტვირთების მოცულობამ 15.8 მლნ ტონა შეადგინა, რაც 2 მლნ ტონით მეტია 2018 წლის იმავე პერიოდის მონაცემზე.

2019 წლის იანვარ-ნოემბერში ჯამურმა მოცულობამ 584 879 TEU ერთეული შეადგინა, ზრდა 41.7 პროცენტია. 

ეკონომიკის სამინისტროს მონაცემებით, 2019 წლის 11 თვეში გადამუშავებული კონტეინერების მოცულობა 2018 წლის ჯამურ მაჩვენებელს აღემატება, რაც 453 938 TEU ერთეული იყო.

2019 წლის იანვარ-ნოემბერში სამოქალაქო ავიაციამ 22.8 მლნ ტონა ტვირთი გადაზიდა. ეს 543.49 ტონითა და 2.14 პროცენტით ნაკლებია, 2018 წლის ანალოგიურ პერიოდში იდენტურ მაჩვენებელზე.

ეკონომიკის სამინისტროს ცნობით, გაიზარდა რკინიგზის მიერ გადაზიდული ტვირთების მოცულობა და 2019 წლის 11 თვეში 9.8 მლნ ტონას შეადგენს. ეს მაჩვენებელი 2018 წლის ანალოგიურ პერიოდს 0.8 მლნ ტონით აღემატება.

რაც შეეხება პორტებს, უწყების განმარტებით, გაზრდილია ფოთის საზღვაო ნავსადგურში გადამუშავებული ტვირთების მოცულობა. 2019 წლის იანვარ-ნოემბერში ფოთის პორტში 7.9 მლნ ტონა ტვირთი გადამუშავდა (2018 წელს 5.8 მლნ ტონა) ბათუმის პორტში კი, გადამუშავებული ტვირთების რაოდენობა შემცირდა და 2.9 ტონა შეადგინა (კლება - 0.5 მლნ ტონა).

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system