თავში

საქართველოს შიდა ენერგომოხმარება იზრდება

საქართველოს შიდა ენერგომოხმარება იზრდება
საქართველოს შიდა ენერგომოხმარება იზრდება

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის (სემეკ) თავმჯდომარემ, დავით ნარმანიამ კომისიის საქმიანობის წლიური ანგარიში წარადგინა.

სემეკ-ის ანგარიშის თანახმად, საქართველოში ელექტროენერგიის შიდა მოხმარება ყოველწლიურად საშუალოდ 4.4%-ით იზრდება, თუმცა მცირდება ელექტროენერგიის წარმოება. იზრდება ელექტროენერგიის იმპორტი. 2019 წელს წინა წელთან შედარებით იმპორტირებული ელექტროენერგიის წილი 7.8%-ით გაიზარდა. აგრეთვე ელექტროენერგიის იმპორტმა 6.7-ჯერ გადააჭარბა ექსპორტს, როდესაც იგივე მაჩვენებელი წინა წელს 2.6-ს შეადგენდა. 

რაც შეეხება ბუნებრივი გაზის სექტორს, 2019 წელს ქვეყანაში ბუნებრივ გაზზე მოთხოვნა გაიზარდა 15%-ით და 2.5 მლრდ კუბ.მ შეადგინა, ზრდა ძირითადად შეეხო საყოფაცხოვრებო და თბოსადგურების მოხმარებას. საყოფაცხოვრებო მიზნებისთვის ბუნებრივი გაზის მოხმარებამ 2019 წელს 983 მლნ კუბ.მ შეადგინა, არასაყოფაცხოვრებო მიზნებისთვის მოხმარება კი 1,519 მლნ კუბ.მ. იყო, საიდანაც თბოსადგურების მოხმარება 678 მლნ კუბ.მ-ია. წყალმომარაგების სექტორში იზრდება მრიცხველიანი აბონენტების რაოდენობა. ამასთანავე, საყოფაცხოვრებო მრიცხველიანი ერთი აბონენტის საშუალო მოხმარება გაიზარდა 1.1%-ით, ხოლო კომერციული მომხმარებლების საშუალო მოხმარება შემცირდა 7.8%-ით.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system