თავში

სემეკ-მა წლიური ანგარიში წარადგინა

სემეკ-მა წლიური ანგარიში წარადგინა
სემეკ-მა წლიური ანგარიში წარადგინა

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის (სემეკ) თავმჯდომარემ, დავით ნარმანიამ კომისიის საქმიანობის წლიური ანგარიში წარადგინა.

ნარმანიამ ყურადღება გაამახვილა ახალი კორონავირუსის პანდემიისას სემეკის მიერ განხორციელებულ აქტივობებზე – მრიცხველების დისტანციური წაკითხვის რეჟიმზე, ქოლცენტრის სამუშაო საათების გახანგრძლივებაზე, დისტანციური მომსახურების გამარტივებულ პროგრამებზე, სადეპოზიტო შეღავათებზე. როგორც სემეკ-ის თავმჯდომარემ აღნიშნა, 2020 წელი ენერგეტიკის სექტორის რეფორმირების წელია. „ენერგეტიკისა და წყალმომარაგების შესახებ“ კანონიდან გამომდინარე, მიმდინარე წელს სემეკი რამდენიმე ათეულ ნორმატიულ აქტს მიიღებს.

„ახალი ენერგეტიკული ბაზრის ჩამოყალიბების პროცესში განსაკუთრებულად მნიშვნელოვანია ევროპული რეგულაციების შესაბამისი ნორმატიული ბაზის შექმნა. სემეკი აქტიურად მუშაობს სხვადასხვა ახალი რეგულაციის დანერგვაზე. დღემდე კომისიამ შეიმუშავა და დაამტკიცა დანახარჯების მარეგულირებელი აუდიტის წესი, ინვესტიციების შეფასების, ენერგეტიკული ბაზრების მონიტორინგის, გამანაწილებელი სისტემის ოპერატორის განცალკევების, ლიცენზირებისა და ენერგეტიკული საქმიანობის, სადავო საკითხების განხილვის წესები. ამასთანავე, მნიშვნელოვანია, რომ ერთი მხრივ, მაქსიმალურად იყოს დაცული მომხმარებელთა უფლებები და მეორე მხრივ, კომუნალურ კომპანიებს ჰქონდეთ იმის შესაძლებლობა, რომ მაღალი ხარისხის მომსახურება გაუწიონ აბონენტებს 2019 წელს კომპანიების მიერ მომხმარებელთა უფლებების დარღვევის გამო, სემეკის გადაწყვეტილებებით მოქალაქეებს დაერიცხათ კომპენსაციები, რამაც ჯამურად 818 235 ლარი შეადგინა. გარდა ამისა, მოქალაქეებს ჩამოეწერათ კომპანიების მიერ უსაფუძვლოდ დარიცხული თანხები, ჯამში – 2 122 865 ლარი“, – განაცხადა დავით ნარმანიამ.

ღონისძიებას ესწრებოდნენ სამთავრობო უწყებების, სემეკის ლიცენზიატი კომპანიების, საერთაშორისო და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები, ენერგეტიკის სექტორის ექსპერტები და მედიის წარმომადგენლები.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system