თავში

საქართველოში ამ დროისთვის 10 ათასმდე მეფუტკრეა

საქართველოში ამ დროისთვის 10 ათასმდე მეფუტკრეა
საქართველოში ამ დროისთვის 10 ათასმდე მეფუტკრეა

"ფერმერების მხრიდან მეფუტკრეობის და თაფლის წარმოების მიმართ ინტერესი დიდია. საქართველოში ამ დროისთვის 10 ათასმდე მეფუტკრეა" - ამის შესახებ report.ge-ს გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრში განუცხადეს. მათი განმარტებით, ფუტკარი ეკოლოგიური სისტემის უმნიშვნელოვანესი რგოლია, მათ სარგებელი მოაქვთ ადამიანებისთვის, მცენარეებისა და მთელი გარემოსთვის. მტვრის ერთი ყვავილიდან მეორეზე გადატანით, ფუტკრები და სხვა დამმტვერავები არა მხოლოდ ხილის, თხილეულის და თესლის უხვ რაოდენობას განაპირობებენ, ასევე პროდუქტის შემადგენლობაში შეაქვთ მრავალფეროვნება და ხარისხიანი კვებითი ღირებულება.

ფუტკრებისა და სხვა დამმტვერავების შესახებ ცნობიერების ამაღლება, მათი მნიშვნელობის გაცნობიერება და იმ გამოწვევების გაანალიზება, რასაც ეს ორგანიზმები დღეისათვის უმკლავდებიან, ჯანსაღი პლანეტის არსებობისთვის უმნიშვნელოვანესია.

თანამედროვე მეფუტკრეობის ფუძემდებელი, სლოვენიელი მეფუტკრე ანტონ ჯანჩა, 20 მაისს დაიბადა. სწორედ ანტონის სახელს უკავშირდება ხანგრძლივი ისტორიის მქონე ტრადიციული ტექნოლოგიებით თანამედროვე მეფუტკრეობის ჩამოყალიბება.

ფუტკრის დაცვის საერთაშორისო დღე 20 მაისს მსოფლიოში 2008 წლიდან აღინიშნება და მისი მიზანი ფუტკრის მასობრივ გაუჩინარებაზე საზოგადოების ყურადღების მიპყრობაა.

რითაა განსაკუთრებული ქართული მთის რუხი ფუტკარი, ნახეთ აქ. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system