თავში

საქართველოში აზერბაიჯანიდან 3 955 ვიზიტორი შემოვიდა

საქართველოში აზერბაიჯანიდან 3 955 ვიზიტორი შემოვიდა
საქართველოში აზერბაიჯანიდან  3 955 ვიზიტორი შემოვიდა

2020 წლის ბოლო თვეში, დეკემბერში, საქართველოში აზერბაიჯანიდან  3 955 ვიზიტორი შემოვიდა. მეზობელი ქვეყნიდან სტუმრების ოდენობა საქართველოში წლიურ ჭრილში შემცირებულია 96.8 პროცენტით. 2019 წელს დეკემბერში აზერბაიჯანიდან საქართველოში 122 591 ვიზიტორი შემოვიდა 118 636 ადამიანით მეტი ვიდრე წელს დეკემბერში. 

ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ცნობით, 2020 წლის დეკემბერში საქართველოში ჯამში 49 260 საერთაშორისო ვიზიტი განხორციელდა, რაც წინა წლის იგივე პერიოდთან შედარებით 90.8 პროცენტით ნაკლებია.

საქართველოში ყველაზე მეტი ვიზიტი განხორციელდა:

თურქეთი – 19 698 ვიზიტორი, კლება წინა წელთან -75.6 პროცენტი;

სომხეთი – 9 324 ვიზიტორი, კლება წინა წელთან -93.1 პროცენტი;

რუსეთი – 4 404 ვიზიტორი, კლება წინა წელთან – 93.3 პროცენტი;

საქართველო (არარეზიდენტი) – 4 358 ვიზიტორი, კლება წინა წელთან – 87.7 პროცენტი;

უზბეკეთი – 1 842 ვიზიტორი, ზრდა წინა წელთან შედარებით +45.3 პროცენტი;

უწყების ანგარიშის მიხედვით, სახმელეთო გზით საერთაშორისო ვიზიტორების მიერ საქართველოში 44 723 ვიზიტი განხორციელდა, საჰაერო გზით – 3 563, საზღვაო გზით – 755 და სარკინიგზო გზით – 219.

უცხოელი ვიზიტორების რაოდენობის მკვეთრი შემცირების მიზეზად კორონავირუსის პანდემიის გამო საზღვრების ჩაკეტვა სახელდება. 

ცნობისთვის, საქართველო და აზერბაიჯანი 2020 წელს ერთობლივ ტურისტულ სვლას გეგმავდნენ, ორ ქვეყანას ერთობლივი ტურისტული პაკეტები უნდა შეექმნა მესამე ქვეყნის წარმომადგენლებისათვის, თუმცა კორონავირუსმა საქართველო-აზერბაიჯანის ტურიზმში დაგეგმილი თანამშრომლობა გაუკვეველი ვადით გადადო.

საქართველო 1 თებერვლიდან საჰაერო საზღვრებს ხსნის. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system