თავში

საქართველოში აზერბაიჯანიდან ცემენტის იმპორტი შემცირდა

საქართველოში აზერბაიჯანიდან ცემენტის იმპორტი შემცირდა
საქართველოში აზერბაიჯანიდან ცემენტის იმპორტი შემცირდა

მიმდინარე წლის იანვარ-აპრილში საქართველომ აზერბაიჯანიდან შემოიტანა 170 167 ტონა ცემენტი, რომლის ღირებულება 7 688,3 ათასი აშშ დოლარია.  საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, ქვეყანაში სამშენებლო პროდუქციის ექსპორტის მოცულობამ წლიურად 2.3-ჯერ გაიზარდა.

საქართველოში ცემენტის უმსხვილესი იმპორტიორი აზერბაიჯანი და თურქეთია. შემდეგ პოზიციაზეა ირანი.

ბაზარზე მალე ქართული წარმოების ინოვაციური ბეტონი გამოჩნდება. პროდუქტი მთლიანად ქართული ნედლეულით მზადდება. მისი წარმოებისთვის გამოიყენება ტიფი, თიხა-ფიქალი, რომელიც საქართველოს თითქმის ყველა კუთხეში მოიპოვება. აქამდე ეს რესურსი გამოუყენებელი იყო და ხშირად საფრთხესაც კი უქმნიდა გარემოს. მაგალითად, საფრთხის შემცველია თურუჯის თიხა-ფიქალი, რომლის უტილიზაცია გარკვეული თანხა ჯდება, ახალი ქართული წარმოების ბეტონის წარმოებაში გამოყენებით კი ის სასარგებლო ხდება.

მისი წარმოების პროცესი ასეთია: ბეტონსარევში იტვირთება ბეტონის ძირითადი კომპონენტები: ცემენტი ქვიშა, ღორღი, თერმომოდიფიცირებული დანამატი, რომელიც დამუშავებულია 500-700 გრადუსამდე და წყალთან შერეული სუპერპლასტიპიკატორი, რომელიც ბეტონის ნარევს ათხევადებს. საწარმოო პროცესის დასრულების შემდეგ ის მდგრადობაზე იტესტება და სარეალიზაციოდ მზადდება.

გამოგონების ავტორები ამბობენ, რომ პროდუქტი აქტიურად იქნება გამოყენებული ადგილოვრივ სამშენებლო სფეროში, ჰიდროელექტროსადგურების, გზების, ხიდების, გვირაბების თუ აეროდრომების მშენებლობაში.

სპეციალისტების შეფასებით, ადგილობრივი წარმოების ბეტონი მშენებლობას საქართველოში გააიაფებს, რაც, ერთი მხრივ, კომპანიებისთვის, და, მეორე მხრივ, მომხმარებლისთვისაც მომგებიანი იქნება.

ადგილობრივი ბაზრის დაკმაყოფილების შემდეგ პროდუქტი ექსპორტზეც გავა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system