თავში

საქართველოში ფულადი გზავნილები 17.5%-ით გაიზარდა

საქართველოში ფულადი გზავნილები 17.5%-ით გაიზარდა
საქართველოში ფულადი გზავნილები 17.5%-ით გაიზარდა

ეროვნული ბანკის ინფორმაციით, 2021 წლის თებერვალში ქვეყანაში შემოსული ფულადი გზავნილების ნაკადების მოცულობამ 161.4 მლნ. აშშ დოლარი (534.0 მლნ. ლარი) შეადგინა, რაც 17.5%-ით (24.1 მლნ აშშ დოლარით) მეტია 2020 წლის თებერვლის ანალოგიურ მაჩვენებელზე.

უცხოეთიდან საქართველოში ფულადი გზავნილების 94.8% იმ 19 უმსხვილეს პარტნიორ ქვეყანაზე მოდის, საიდანაც ასეთი გზავნილების მოცულობამ თებერვალში 1 მლნ აშშ. დოლარს გადააჭარბა. იმავე 19 ქვეყანაზე გასული წლის თებერვალში მთელი ფულადი გზავნილების 94.7% მოდიოდა.

2021 წლის თებერვალში საქართველოდან საზღვარგარეთ 21.0 მლნ აშშ დოლარი (69.4 მლნ ლარი) გადაიგზავნა, რაც 2020 წლის თებერვლის (21.7 მლნ აშშ დოლარი) ანალოგიურ მაჩვენებელთან შედარებით 3.4%-ით ნაკლებია.

შეგახსენებთ, საქართველოს განვითარებადი ეკონომიკის ერთ-ერთი ძირითადი მახასიათებელია დამოკიდებულება უცხოეთიდან შრომითი მიგრანტების ფულად გზავნილებზე, რომელთა მოცულობა ქვეყნის მშპ-ის 10 პროცენტს აღწევს (2019). სპეციალისტების შეფასებით, ფულად გზავნილებზე მაღალი დამოკიდებულება ეკონომიკისთვის სარისკოა.

მსოფლიო ბანკის შეფასებით, ქვეყნის ეკონომიკის 11.6%-ს სწორედ უცხოეთში დასაქმებული ქართველების მიერ გამოგზავნილი სახსრები ავსებს. საქართველო ფულად გზავნილებზე დამოკიდებულებით მსოფლიოში 24-ე ადგილზეა

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system