თავში

საქართველოში შეიძლება თვითმფრინავების შეკეთების ცენტრი შეიქმნას

საქართველოში შეიძლება თვითმფრინავების შეკეთების ცენტრი შეიქმნას
საქართველოში შეიძლება თვითმფრინავების შეკეთების ცენტრი შეიქმნას

„აწარმოე საქართველოში“ USAID-ის ეკონომიკური უსაფრთხოების პროგრამასთან ერთად საქართველოში თვითმფრინავების შეკეთების ცენტრის ჩამოყალიბების პოტენციალს გამოიკვლევს და დადგინდება, თუ რამდენად რეალურია საქართველოში ამგვარი ინვესტიციის მოზიდვა. სააგენტო „აწარმოე საქართველოში“ აცხადებენ, რომ კვლევით უკვე დაინტერესდა რამდენიმე საერთაშორისო კომპანია.კვლევის ფარგლებში უკვე დავიქირავეთ მსოფლიოში წამყვანი კომპანიები, რომლებიც მსგავსი სახის ტექნიკურ-ეკონომიკურ კვლევას აკეთებენ. შეფასდება, როგორც თბილისის, ასევე ქუთაისის პოტენციალი.

სააგენტოს ინფორმაციით, კვლევის დაწყებას წინ უსწრებდა კონსულტაციები და გამოიკვეთა აზრი, რომ საქართველოს ამის პოტენციალი აქვს. დაინტერესებულმა მხარეებმა უკვე დაადასტურეს, რომ ქვეყანას აქვს მსგავსი სახის პოტენციალი. ამ სფეროს სამუშაო ძალაც არის. საერთაშორისო საფინანსო კორპორაციასთან გაკეთებული სტრატეგიის ფარგლებში სექტორების სკანირების დროს ეს სექტორი ამოვიდა.

ქართულ საავიაციო პარკს ქართული საწარმო აახლებს. ქვეყანამ საკუთარი ძალებით გარემონტა პირველ სუ-25-ი. წელს გარემონტდება 4 ერთეული „სუ-25“, 4 ერთეული „მი-24“ და 3 ერთეული „იროკეზის“ ტიპის საფრენი აპარატი. აღდგენა-მოდერნიზაციის პარალელურად ხორციელდება მფრინავებისა და ტექნიკური პერსონალის კვალიფიკაციისა და სპეციალობების შესაბამისი გადამზადება, რომელთა მომზადებაშიც ადგილობრივ ექსპერტებთან ერთად მეგობარი და პარტნიორი ქვეყნების წარმომადგენლები არიან ჩართული. ტექნიკის აღდგენაზე „თბილავიამშენისა“ და სსსტც „დელტას“ თანამშრომლები ერთობლივად მუშაობენ. საფრენი აპარატების ახალი საამწყობრო საწარმო შარშან გაიხსნა. 3000 მ2-ზე განლაგებული საწარმო სააქციო საზოგადოება „თბილავიამშენის“ და სსსტც „დელტას“ მიერ გარემონტდა და თანამედროვე ტექნოლოგიებით აღიჭურვა. "თბილავიამშენი, „დელტასთან“ ერთად 200-მდე ადამიანს ასაქმებს.

შეგახსენებთ, თვითმფრინავების კომპოზიტური ნაწილების მწარმოებელ კომაპნია ATC-ს, რომელიც "ბოინგს" ამარაგებს, გაყიდვები 35%-ით შეუმცირდა. კომპანიის მენეჯმენტის ინფორმაციით, 2020 წელს ATC-მ ექსპორტზე 35 მლნ ლარის პროდუქციის გაყიდვა მოახერხა. კომპანია წელს გაყიდვების იმავე მაჩვენებელს ელის. რეალიზაციის მატებას მენეჯმენტი 2023 წლამდე არ ელის, რადგან პანდემიის გამო მანამდე ავიამშენებლობის განვითარება ნაკლებსავარაუდოა. თბილისის საერთაშორისო აეროპორტების მიმდებარედ უახლესი ტექნოლოგიებით აღჭურვილ საწარმოში ამ დროისთვის 300 ადამიანი მუშაობს.დასაქმებულთა 90 პროცენტი საქართველოს მოქალაქეა. ქარხანამ გაიარა "ბოინგის" სერტიფიცირების რთული და ხანგრძლივი პროცესი.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system