თავში

საქართვლომ აზერბაიჯანში ცხვრის ექსპორტით 5.8 მილიონი დოლარი მიიღო

საქართვლომ აზერბაიჯანში ცხვრის ექსპორტით 5.8 მილიონი დოლარი მიიღო
საქართვლომ აზერბაიჯანში ცხვრის ექსპორტით 5.8 მილიონი დოლარი მიიღო

საქართვლომ აზერბაიჯანში ცხვრის ექსპორტით 5.8 მილიონი დოლარი მიიღო. ამის შესახებ ირკვევა საქსტატის მიერ დღეს გასაჯაროვებული ცხვრის სულადობრივი და საექსპორტო მაჩვენებლებიდან. 

საქართველოდან ცოცხალი ცხვრის ექსპორტი ძირითადად არაბულ ქვეყნებში ხორციელდება. 2020 წელს, ძირითად საექსპორტო ქვეყნები საუდის არაბეთი და აზერბაიჯანია.

2020 წელს ქვეყნების მიხედვით, ცხვრისა და თხის ექსპორტი ასე ნაწილდება:


1) საუდის არაბეთი - $13 მილიონი დოლარი;
2) აზერბაიჯანი - $5.8 მილიონი დოლარი;
3) ქუვეითი - $1.2 მილიონი დოლარი;
4) ყატარი - $0.4 მილიონი დოლარი;
5) ომანი - $0.1 მილიონი დოლარი.

კორონავირუსმა საქართველოდან ცხვრის ექსპოტი შეაფერხა, თუმცა წლიურ ჭრილში ის მაინც გაზრდილია. შარშან 2020 წლის განმავლობაში ქვეყნიდან 194 ათასი ერთეული ცხვრისა და თხის ექსპორტი განხორციელდა, რაც წინა წელთან შედარებით 26%-ით მეტია. შარშანვე საქართველომ ცოცხალი ცხვრის ექსპორტიდან 20.5 მილიონი დოლარის შემოსავალი მიიღო. ეს 2019 წლის ანალოგიურ მაჩვენებელზე 6.8 მილიონით მეტია.

ერთი ცხვრის საშუალო საექსპორტო ფასი $105.9 დოლარი, ანუ 348 ლარია.

2020 წელს საქართველოში ცხვრისა და თხის სულადობა 11%-ით შემცირდა და წლის ბოლოს 793 ათასი სული შეადგინა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system