თავში

სახელმწიფო საწარმოების რეფორმირების სამთავრობო გეგმა მორიგი ბლეფია - გიგლა მიქაუტაძე

სახელმწიფო საწარმოების რეფორმირების სამთავრობო გეგმა მორიგი
სახელმწიფო საწარმოების რეფორმირების სამთავრობო გეგმა მორიგი ბლეფია - გიგლა მიქაუტაძე

მთავრობის გეგმა, სახელმწიფო საწარმოების რეფორმირებასთან დაკავშირებით, არის მორიგი ბლეფი," - ამის შესახებ „ლელოს" ერთ-ერთმა წევრმა გიგლა მიქაუტაძე აცხადებს.

მიქაუტაძე დარწმუნებულია, რომ ამას ისევე არ მოყვება შედეგი, როგორც აქამდე მთავრობის გაკეთებულ მსგავს არაერთ განცხადებას. 

მისივე თქმით, 2013-2019 წლებში 130-მა სახელმწიფო საწარმომ ჯამში 3 მილიარდ ლარზე მეტი ზარალი ნახა, რაზეც პასუხი არავის უგია.

„8  წლის განმავლობაში „ქართულმა ოცნებამ“ არაფერი გააკეთა ამ კომპანიების გაჯანსაღებისა და პრივატიზაციისთვის. პირიქით, ისინი აქცია კორუფციისა და ნეპოტიზმის ბუდედ. 2013-2019 წლებში 130-მა სახელმწიფო საწარმომ ჯამში 3 მილიარდ ლარზე მეტი ზარალი ნახა, რაზეც პასუხი არავის უგია. იმის მაგივრად, რომ ეს საწარმოები დივიდენდებს უხდიდნენ სახელმწიფოს, პირიქით, მათი დაფინანსება სახელმწიფო ბიუჯეტიდან ხდება. მაგალითად, 2019 წელს ბიუჯეტიდან მათ 83 მილიონი ლარი მიიღეს სუბსიდიის სახით. ეს კომპანიები დიდი ხანია ასევე წარმოადგენს ყოფილი ჩინოვნიკების დასაქმების ადგილსაც. მაგალითად, პარლამენტის დატოვებისთანავე, „ენერგო-ტრანსის“ მენეჯმენტში დასაქმდა ვანო ზარდიაშვილი, ხოლო „გარდაბნის თბოსადგურში“ დაინიშნა ზაქარია ქუცნაშვილი," - ამბობს მიქაუტაძე და დასძენს, რომ სახელმწიფო კომპანიების საკითხი საერთაშორისო სავალუტო ფონდის ანგარიშშიც მოხვდა 2020 წელს და მათი ფინანსური შედეგები ქვეყნის მაკროეკონომიკური სტაბილურობისთვის დიდ საფრთხედ შეფასდა.

მიქაუტაძის გამარტებით, ლელოს „მარშალის გეგმის“ მიხედვით, სახელმწიფო საწარმოების პრივატიზება და მათი კერძო მენეჯმენტისთვის გადაცემა მოხდება, რითაც დასრულდება მრავალწლიანი ელიტური კორუფცია ამ კომპანიებში.

გუშინ მთავრობის სხდომაზე ითქვა, რომ სახელმწიფო საწარმოების რეფორმის ახალი ეტაპი იწყება.

სახელმწიფო კომპანიების რეფორმის დაწყება ჯერ კიდევ გასული წლიდან დაანონსდა. 5-სვეტიანი რეფორმის თანახმად, უნდა განხორციელდეს სახელმწიფო საწარმოთა კომერციალიზაცია, OECD-ს პრინციპებზე დაყრდნობით საწარმოებში დაინერგოს კორპორაციული მართვის სტანდარტები, განისაზღვროს სახელმწიფო საწარმოთა ფლობის პოლიტიკა და რაციონალობა, დაიწყოს საწარმოთა სტრატეგიული მართვა და გაანალიზდეს და შემუშავდეს ნორმები საწარმოთა კონკურენტული ნეიტრალურობის უზრუნველსაყოფად. სახელმწიფო საწარმოების რეფორმა პირველ ეტაპზე გულისხმობს ქვეყნისთვის სტრატეგიულად მნიშვნელოვან 10-15 საწარმოს რეაბილიტაცია-მოდერნიზაციას ენერგეტიკის, ტრანსპორტის, რკინიგზის და ყველა იმ დარგში, რომელსაც ეკონომიკაზე დადებითი გავლენა შეუძლია.

სახელმწიფო საწარმოების რეფორმა ახალ ეტაპზე გადავიდა. შეიქნმა სამუშაო ჯგუფი, რომელსაც ფინანსთა მინისტრი, ივანე მაჭავარიანი, უხელმძღვანელებს.

2019 წლის მონაცემებით, სახელმწიფო საკუთრებაშია 352 საწარმო, საიდანაც 173 ადგილობრივი ხელისუფლების საკუთრებაშია, ხოლო დანარჩენი 179 - ცენტრალურის მფლობელობაში.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system