თავში

"სახლიდან სახლამდე“ - ახალი პროტოკოლი ტურისტებისთვის

"სახლიდან სახლამდე“ - ახალი პროტოკოლი ტურისტებისთვის
სახლიდან სახლამდე“ - ახალი პროტოკოლი ტურისტებისთვის

„სახლიდან სახლამდე“ ერქმევა ამ ეტაპებს, რომლებიც ნებისმიერმა ტურისტმა უნდა გაიაროს და ეს იქნება ნორმები, რომლებიც სტანდარტიზირებულად ყველა ქვეყანს მიეწოდება რეკომენდაციების სახით, უსაფრთხო ტურისტული მიმოსვლის აღსადგენად," - ამის შესახებ გაეროს მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის გენერალურმა მდივანმა განაცხადა.

ახალი პროტოკოლის თანახმად, მოგზაურობის ერთ-ერთი უმთავრესი მოთხოვნაა COVID პასპორტის ფლობა.

სახლიდან აეროპორტამდე მოგზაურობის მსურველი ტრანსპორტის სხვადასხვა ვარიანტით სარგებლობას შეძლებს.

გამკაცრებულია აეროპორტში გასავლელი ეტაპები.

"აუცილებლად იქნება გარკვეული ტიპის ტესტი. ჩვენ უკვე დასრულებული გვაქვს სანიტარული პასპორტის პროექტი, რომელიც ასევე ძალიან მნიშვნელოვანი იქნება. საუბარია კოვიდ-პასპორტზე. შემდეგ უკვე არის კონკრეტული წესები სასტუმროში, ჰიგიენის და სხვადასხვა ტიპის ნორმატივები, მუზეუმებში, პარკებში, საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში,“- განაცხადა პოლოლიკაშვილმა.

პროტოკოლი ტურიზმის მსოფლიო ორგანიზაციის წევრი 159 ქვეყნისთვის მომზადდა, მათ შორის საქართველოცაა.

ორგანიზაცია აქტიურად თანამშრომლობს მსხვილ ავიაკომპანიებთან და, ზურაბ პოლოლიკაშვილის ინფორმაციით, ივნისის ბოლოს დაიწყები, მათ შორის, საქართველოს მიმართულებითაც.

შეგახსენებთ, პრემიერ-მინისტრის ცნობით, პირველ ტურისტებს საქართველო ისრაელიდან მიიღებს.

ეკონომიკის მინისტრმა გუშინ დაასახელა ის ქვეყნები, რომლის მთავრობებთან ტურისტების მიღებაზე მოლაპარაკებები აქტიურ ფაზაშია ესენია: პოლონეთი, ჩეხეთი, ავსტრია, ახლა ბალტიისპირეთი და ჩვენი რეგიონის ქვეყნები.

მინისტრის თქმითვე, იწყება საფრანგეთთან კომუნიკაციაც ამ საკითხზე.

36 ავიაკომპანიიდან 18-მა ფრენების აღდგენის სურვილი უკვე გამოთქვა, თუმცა გუშინ ამ ავიაკომპანიათა რიცხვი 20-მდე გაიზარდა.

მთავრობისთვის დაბალბიუჯეტიანი ფრენების აღდგენა პრიორიტეტულია.

უკვე ცნობილია, რომ Ryanair-ი ფრენებს საქართველოში ივლისიდან დაიწყებს.

ფრენებს საქართველოში ივნისიდან განაახლებს Turkish Airlines-იც.

მთავრობას ტურიზმის გაიდლაინების პირველი პროექტი მზად აქვს და უსაფრთხო, მწვანე, ზონებისთვის დადგენილი სტანდარტები კერძო სექტორს მომავალ კვირას წარედგინება.

ცნობისთვის, საქართველო მსოფლიო ტურიზმის და მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციებთან აქტიური თანამშრომლობით, 15 ივნისიდან შიდა ტურიზმის, ხოლო 1 ივლისიდან უცხოელი ვიზიტორების მისაღებად ემზადება.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system