თავში

საქსტატი დაუკვირვებადი ეკონომიკის კვლევას აგრძელებს

საქსტატი დაუკვირვებადი ეკონომიკის კვლევას აგრძელებს
საქსტატი დაუკვირვებადი ეკონომიკის კვლევას აგრძელებს

საქსტატი დაუკვირვებადი ეკონომიკის სფეროებსაც გამოუკვლევს. ახალ მიმართულებებს უწყება 2021 წლიდან შეისწავლის. ესენია: ტრანსპორტი და ჯანდაცვა. გასულ წელს საქსტატმა განათლებისა და უძრავი ქონებით ოპერაციების სფეროები შეისწავლა. 

ტრანსპორტსა და ჯანდაცვაში ჩრდილოვანი ეკონომიკის კვლევისას საქსტატი ფიკუსირდება მოსახლეობის მიერ ჯანდაცვაზე დახარჯულ თანხებსა და იმ შემოსავლებზე, რომლებსაც ჯანდაცვის ობიექტები იღებენ, ხოლო ტრანსპორტის ნაწილში აქცენტი გაკეთდება მსუბუქი ტაქსების შემოსავლებსა და მოსახლეობის ხარჯებზე ამ მიმართულებით.

შეგახსენებთ, საქსტატის დათვლით, საქართველოში რეპეტიტორობისა და ბინის ქირის სექტორში ჩრდილშია ეკონომიკის დაახლოებით 13%-ი. დღეს კანონი ბინის გამქირავებელს ბიუჯეტის სასარგებლოდ მინიმუმ შემოსავლის 5%-ის გადახდას ავცალდებულებს, თუმცა კანონის ადმინისტრირება ვერ ხერხდება. პანდემიამდე ბაზრის ანალიტიკოსების დათვლით გაქირავების მასშტაბი 80-100 მილიონი დოლარს უტოლდებოდა. სპეციალისტების უმრავლესობა ქირის ბაზარზეგაქირავებისგან მიღებული შემოსავლის დაბეგვრის შემცირების მომხრეა.

ცნობისთვის, 2016 წელს ბინის ქირისგან მიღებული შემოსავლის ბეგარა 20-დან 5%-მდე შემცირდა, თუმცა ეკონომისტების რეკომენდაციით, კარგი იქნება, თუ ფიზიკური პირის მიერ იჯარით გაცემული ქონებისგან მიღებული შემოსავალი მხოლოდ 1%-ით დაიბეგრება. მათი აზრით, ამ შემთხვევაში სრულად იქნება გამართლებული საგადასახადო სამსახურების მიერ სფეროს მკაცრი ადმინისტრირება. სპეციალისტები ბინის გაქირავების ჩრდილიდან გამოყვანის შემთხვევაში, მათი მომსახურების საფასურის ზრადს პროგნოზირებენ.

"ლეგალურ ბიზნესში მათი ჩართვა ხარჯებს გაზრდის და ეს ფაქტორიც ფასების ზრდაზე იმოქმედებს. ამიტომ უნდა ვივარაუდოთ, რომ ლეგალიზაციის შემთხვევაში ამ სექტორების მომსახურების ფასი საგრძნობლად გაიზრდება," - ამბობს სტატისტიკოსი და ეკონომიკის ექსპერტი სოსო არჩვაძე. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system