თავში

სამშენებლო ბიზნესს კრიზისიდან გამოსვლის შანსი გაუჩნდა

სამშენებლო ბიზნესს კრიზისიდან გამოსვლის შანსი გაუჩნდა
სამშენებლო ბიზნესს კრიზისიდან გამოსვლის შანსი გაუჩნდა

მთავრობის მხრიდან დეველოპერული სექტორის მხარდამჭერ ღონისძიებებს საქართველოში ერთ-ერთი მსხვილი კომპანიის ,,არსის" გენერალური დირექტორი ბესო ორთოიძე აფასებს. როგორც მან report.ge-თან განაცხადა, საწყის ეტაპზე დარგის სტიმულირებისთვის მნიშვნელოვანია იპოთეკურ სესხებთან დაკავშირებული გადაწყვეტილება, რაც გაყიდვებს საგრძნობლად გამოაცოცხლებს. 

დეველოპერი საუბრობს იმაზეც, რომ სამშენებლო სექტორისთვის გაწეული დახმარება ბიზნესს კრიზისული სიტუაციის დასაძლევად ჯერჯერობით საკმარისია.

,,მთავრობის თითქმის ყველა ინიციატივა მიმართულია, რომ უძრავი ქონების ბაზარზე მოთხოვნის სტიმულირება მოახდინონ. ამისთვის არსებული კომპანიები მიიღებენ შეღავათს, რაც შექმნის შსაძლებლობას,უკეთეს პირობებში აიღონ სესხი და ისარგებლონ განსაკუთრებული შესაძლებლობით, რაც აქამდე არ იყო. ეს სტიმულირება სჭირდება სექტორს, ელემენტარულად იმისთვის, რომ მიმდინარე ვალდებულებებს გაუმკლავდეს და ბინების რეალზიაცია შეძლოს. დახმარების პაკეტი მოიცავს 434 მილიონ ლარს, რაც ჩემი აზრით, სავსებით საკმარისია, რათა ბაზარი გამოცოცხლდეს", - აცხადებს ბესო ორთოიძე.

რაც შეეხება გრძელვადიან პერსპექტივას, დეველოპერის თქმით, ჯერ კიდევ უცნობია, როგორ განვითარდება დარგი და რა დაბრკოლებას შეიძლება წააწყდეს პოსტეპიდემიურ პერიოდში. თუმცა, როგორც ორთოიძე აღნიშნავს, საკმაოდ სწორი ნაბიჯია გადადგმული იმისთვის, რომ მსყიდვითუნარიანობა აღსდგეს და კრიზისის დაძლევა მოხერხდეს. 

პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას განცხადებით, 2019 და 2020 წელს, 25 ათასი იპოთეკური სესხი და კონტრაქტია დადებული მშენებარე პროექტებში, რომლებიც ჯერ დასრულებული არ არის. სუბსიდირება იპოთეკური სესხის საპროცენტო განაკვეთის 4%-ს შეეხება და სესხის აღებიდან 5 წლის განმავლობაში გაგრძელდება.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system