თავში

საპენსიო სააგენტოს დირექტორობაზე ვაკანსია მეორედ გამოცხადდა

საპენსიო სააგენტოს დირექტორობაზე ვაკანსია მეორედ გამოცხადდა
საპენსიო სააგენტოს დირექტორობაზე ვაკანსია მეორედ გამოცხადდა

საპენსიო სააგენტოს დირექტორის პოზიციაზე ვაკანსია მეორედ გამოცხადდა.

სააგენტოს დირექტორის ხელფასი 10 000-დან 15 000 ლარამდე იქნება.

hr.gov.ge-ზე გამოქვეყნებული ვაკანსიის აღწერიდან ირკვევა, რომ კანდიდატს ფინანსურ ინსტიტუტში ხელმძღვანელ თანამდებობაზე მუშაობის არანაკლებ 5 წლის გამოცდილება უნდა ჰქონდეს.

სასურველია კანდიდატს გააჩნდეს აქტივების მართვის გამოცდილება ან/და საპენსიო სქემების პრინციპების ცოდნა. 

პრეტენდენტი უნდა იყოს საქართველოს მოქალაქე.

საპენსიო სააგენტოს დირექტორის მოვალეობებში შედის საპენსიო სააგენტოს მართვა „დაგროვებითი პენსიის შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული მიზნების მიღწევის უზრუნველყოფის მიზნით. 

დირექტორი არ მონაწილეობს საპენსიო აქტივების საინვესტიციო საქმიანობის განხორციელების პროცესში და ანგარიშვალდებულია საპენსიო სააგენტოს სამეთვალყურეო საბჭოს წინაშე. 

საპენსიო აქტივების მართვასა და ზედამხედველობაზე პასუხისმგებელია უფროსი საინვესტიციო ოფიცერი და საინვესტიციო საბჭო „დაგროვებითი პენსიის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად.

სააგენტოს დირექტორის პოზიციაზე ვაკანსია იანვარშიც გამოცხადდა, რა დროსაც სულ 120 განცხადება შევიდა. თუმცა, როგორც ჩანს, სასურველი კანდიდატი ამ დრომდე ვერ შეირჩა.

ეკონომიკის მინისტრის განმარტებით, საქართველოს ეკონომიკის და მდგრადი განვითარების მინისტრ ნათია თურნავას განცხადებით, საპენსიო სააგენტოს დირექტორის შესარჩევი კონკურსის საბოლოო ეტაპი კორონავირუსის გამო შეფერხდა. 

ცნობისთვის, საპენსიო სააგენტოს დირექტორის პოსტი გასული წლის დეკემბერიდანაა ვაკანტური. 

სააგენტოს ყოფილმა ხელმძღვანელი ლევან სურგულაძე იყო. მან თანამდებობა პირადი განცხადების საფუძველზე დატოვა, რის შემდეგაც სააგენტოს ხელმძღვანელობ დირექტორის მოვალეობის შემსრულებელმა გიორგი ჭიჭინაძემ იკისრა. ის საპენსიო სააგენტოს დირექტორის მოადგილის პოსტს 2018 წლის პირველ ნოემბერიდან იჭერდა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system