თავში

საპენსიო შენატანების საკითხს საკოორნდინაციო საბჭოზე განიხილავენ

საპენსიო შენატანების საკითხს საკოორნდინაციო საბჭოზე განიხილავენ
საპენსიო შენატანების საკითხს საკოორნდინაციო საბჭოზე განიხილავენ

ჯანდაცვის მინისტრი, ეკატერინე ტიკარაძე, საკოორდინაციო საბჭოზე საპენსიო ფონდთან დაკავშირებულ საკითხს დააყენებს.

დაგროვებითი საპენსიო სისტემის ნებაყოფლობითობასთან და მოსახლეობისთვის საპენსიო ფონდში აკუმულირებული თანხების გამოყენების შესაძლებლობის მიცემასთან დაკავშირებით, მინისტრი ამბობს, რომ საკითხის განხილვა აქამდეც ყოფილა. 

"ჩვენ ამასთან დაკავშირებით გვიმსჯელია, მაგრამ ვთქვით, რომ ეს არის ხანგრძლივ პერსპექტივაზე გათვლილი რეფორმა, აქედან გამომდინარე, ეს საკითხი განხილვაზე მეორედ აღარ დაგვიყენებია, თუმცა ვინაიდან ეს მოსახლეობის მოთხოვნაა, დავაყენებ კიდევ ერთხელ საკითხს და ამ თემაზე ვიმსჯელებთ“,-აღნიშნა ტიკარაძემ.

ეკონომიკის მინისტრის ნათია თურნავას განმარტებით, აპენსიო სქემა და ფონდი გაცილებით გრძელვადიანი საკითხია, ვიდრე პანდემია და მისი შეჩერება არასწორი იქნება. 

ცნობისთვის, 13 ნოემბრის მონაცემებით, საპენსიო ფონდის ღირებულებამ 1 მილიარდ 77 მილიონ ლარზს გადააჭარბა. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system