თავში

რატომ არ აჩერებს ხელისუფლება საპენსიო შენატანებს

რატომ არ აჩერებს ხელისუფლება საპენსიო შენატანებს
რატომ არ აჩერებს ხელისუფლება საპენსიო შენატანებს

"საპენსიო დანაზოგები, საპენსიო სქემა და ფონდი, ეს არის გაცილებით გრძელვადიანი საკითხი, ვიდრე პანდემიაა. პანდემია მოკლევადიანი დროებითი მოვლენაა და მას არ უნდა შევწიროთ საპენსიო სისტემა," - ასე პასუხობს ეკონომიკის მინისტრი ექსპერტთა და ბიზნესის წარმომადგენელთა მოთხოვნას კრიზისის დროს საპენსიო შენატანების შეჩერების თაობაზე.

"გვირაბის ბოლოს სინათლე გამოჩნდა, ჩვენ ვიქნებით ერთ-ერთი პირველი ქვეყანა რეგიონში, ვინც მიიღებს ვაქცინას და ამაზე აქტიურად ვმუშაობთ. დარწმუნებული ვარ, მომავალ წელს ვაქცინაცია წარმატებით განხორციელდება და წლის ბოლოდან დავიწყებთ აღდგენას და რა თქმა უნდა, სირთულე დიდია, მაგრამ არ უნდა დავანგრიოთ ერთად ნაშენები საპენსიო რეფორმა. საპენსიო დანაზოგები, საპენსიო სქემა და ფონდი, ეს არის გაცილებით გრძელვადიანი საკითხი, საპენსიო რეფორმა არის ერთ-ერთი ფუძემდებლური რეფორმა და ჩვენ არ უნდა მივაყენოთ ჩრდილი და გავაკეთოთ მისი დისკრედიტაცია, რა პრობლემებიც არ უნდა დაგვიდგეს“, - განაცხადა ნათია თურნავამ.

უახლოესი 2 თვის განმავლობაში მთავრობა გასცემს მკაცრ რეკომენდაციას, რომლის მიხედვით ბიზნესი დისტანციურ მუშაობაზე გადადის. საჯარო მოხელეების 80% დისტანციურ მუშაობაზე იქნება გადასული.

შეგახსენებთ, დღეს მთავრობამ ბიზნესისა და მოქალაქეებისთვის დახმარებების ახალი პაკეტი წარადგინა.საუბარია ანტიკრიზისული გეგმის მეოთხე ფაზაზე, რომლის მთლიანი პორტფელი სახელმწიფოს 1,1 მილიარდი ლარი უჯდება. დახმარებების გასაცემად მთავრობა ვალს არ აიღებს და ის უკვე მოზიდული თანხებით დაფინანსდება.

სარესტორნო ბიზნესს სესხების პროცენტს მთავრობა გადაუხდის.

თვითდასაქმებულებს სახელმწიფო სესხის გადავადებაში დაეხმარება.

კომპანიების საშემოსავლო გადასახადის სუბსიდირება 6 თვით გაგრძელდება.

ტურიზმის სექტორი ქონების გადასახადისგან სრულად გათავისუფლდა.

რაც შეეხება, მოქალაქეთა დახმარების პაკეტს, 200-ლარიანი დახმარების პროგრამა გაგრძელდება.

სოციალურად დაუცველ მრავალშვილიან ოჯახებს, ასევე, მათ, რომელთა სარეიტინგო ქულა 65 000-დან 100 000-მდეა, სახელმწიფო ექვსი თვის განმავლობაში 100 ლარით დაეხმარება.

4 თვის განმავლობაში კომუნალური გადასახადები დაიფარება. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system