თავში

სებ-ი იპოთეკური სესხების სუბსიდირების ეფექტით კმაყოფილია

სებ-ი იპოთეკური სესხების სუბსიდირების ეფექტით კმაყოფილია
სებ-ი იპოთეკური სესხების სუბსიდირების ეფექტით კმაყოფილია

წინასწარ მონაცემებზე დაყრდნობით ეროვნული ბანკის პრეზიდენტი, კობა გვენეტაძე აცხადებს, რომ სახელმწიფოს მხრიდან იპოთეკური სესხების სუბსიდირების მექანიზმს კარგი ეფექტი აქვს. 

იმის გათვალისწინებით, რომ უძრავი ქონების ბაზრის წახალისების ინსტრუმენტი ძირითადად ივლისის თვეში ამოქმედდა და ჯერ მცირე დროა გასული, ცენტრალური ბანკი მომდევნო თვეებში გაუმჯობესებულ შედეგებს ელოდება.

„წინასწარი მონაცემებით, რაც ჩვენ გვაქვს, ეფექტი აქვს კარგი და გავლენა არის კარგი. განაცხადების რაოდენობამ იპოთეკაზე მოიმატა, თუმცა დაზუსტებული ინფორმაცია არ გვაქვს, რომ დეტალებში ჩავშალოთ.  შეზღუდვების პირობებში, რაც ვიცით სტატისტიკით, აპრილში და მაისში თითქმის შეჩერდა იპოთეკების გაცემა. ივნისიდან ბაზარმა ასე თუ ისე აღდგენა დაიწყო და ახალმა იპოთეკებმა წინა წლის მაჩვენებლის დაახლოებით 65% შეადგინა. თანხობრივ ნაწილში იპოთეკების წმინდა გაცემებმა, რაც ნიშნავს გაცემებს გამოკლებული დაფარვები, ამ პერიოდის განმავლობაში ივნისი თვეში 39 მლნ ლარი შეადგინა, რაც წინა წლის შესაბამის პერიოდის 52%- შეადგენს. პოზიტიურია ის ფაქტიც, რომ საცხოვრებლის კუთხით განხორციელებულმა ტრანზაქციებმა 2020 წლის ივნისის თვეში 2019 წლის ივნისი თვის განხორციელებული ტრანზაქციების 71% შეადგინა“-განაცხადა კობა გვენეტაძემ.

ცნობისთვის, "თიბისი რისერჩის" ინფორმაციით, ივლისში გაცემული იპოთეკური სესხების 27% სახელმწიფო პროგრამის ბენეფიციარია. ბაზარი იპოთეკური სესხების სუბსიდირების პროგრამის ეფექტის მოლოდინშია.

შეგახსენებთ, იპოთეკურ სესხებზე სუბსიდია გაიცემა არაუმეტეს 200 000 ლარიან სესხებზე და სარგებლობა შეუძლიათ მხოლოდ მათ, ვინც 01/06/2020 - 01/01/2021 პერიოდში აიღებს იპოთეკურ სესხს ახალ აშენებული ბინის შესაძენად.

დადგენილების მიხედვით, ძალაშია ჩამკეტი მექანიზმი, თუ რეფინანსირების განაკვეთი 5%-ს გაუტოლდება, სახელმწიფო თანადაფინანსებას წყვეტს. დაფინანსება აღდგება იმ შემთხევვაში, თუ რეფინანსირების განაკვეთი კვლავ 5%-ზე მაღალი იქნება.

წესების მიხედვით, განსაზღვრულია ფიქსირებულ და ცვლად განაკვეთში იპოთეკური სესხების გაცემის მოდელი. ორივე შემთხვევაში თანადაფინანსების წილი არა უშუალოდ 4%, არამედ „არაუმეტეს 4%-ია“. შესაძლებელია სხვადასახვა პერიოდის განმავლობაში მთავრობის თანადაფინანსება აუცილებლად 4%-ის ტოლი არ იყოს.

ფიქსირებული განაკვეთის სესხების შემთხვევაში თანადაფინანსების სტრუქტურა გამოითვლება ფორმულით - ხელშეკრულების გაფორმების დროს არსებულ რეფინანსირების განაკვეთს მინუს 4.25%-ით. ეს დღეს არსებულ ვითარებაში 8.25%-ს მინუს 4.25%-ია, რაც 4%-ს შეადგენს. იმ შემთხვევაში თუ წლის ბოლომდე რეფინანსირების განაკვეთი შემცირდება და მაგალითად 8% გახდება, მაშინ თანადაფინანსების პროცენტი 4%-ის ნაცვლად 3.75% იქნება.

პროგრამის ბიუჯეტი 70 მლნ ლარია.

"აწარმოე საქართველოში-მ“ იპოთეკური კრედიტების მხარდამჭერ პროგრამა დაიწყო. პროგრამა მოიცავს ორ კომპონენტს - კომერციულ ბანკში აღებული სესხის პროცენტის თანადაფინანსების ნაწილი და კომერციულ ბანკში აღებული იპოთეკური კრედიტის საგარანტიო ნაწილი. აღნიშნული კომპონენტებით სარგებლობა ერთ სესთან მიმართებით შესაძლებელია, როგორც ცალ-ცალკე, ასევე პარალელურად.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system