თავში

შეღავათიანი აგროკრედიტის ფარგლებში გაცემულია 1528 აგროსესხი

შეღავათიანი აგროკრედიტის ფარგლებში გაცემულია 1528 აგროსესხი
შეღავათიანი აგროკრედიტის ფარგლებში გაცემულია 1528 აგროსესხი

შეღავათიანი აგროკრედიტის სამთავრობო  პროგრამით, ერთწლოვანი კულტურების მოყვანის მიმდინარე ხარჯების დაფინანსების უზრუნველყოფისათვის, სახელმწიფო 6 თვის საპროცენტო განაკვეთს სრულად ფარავს. გაცემულია 1528 აგროსესხი, სესხის თანხა, ჯამურად, 28 მლნ ლარს აჭარბებს, მათ შორის, სააგენტოს მიერ პროცენტის გასაცემი თანადაფინანსება 2,2 მლნ ლარს აჭარბებს.

ამის შესახებ report.ge-ს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროდან აცნობეს.

ცნობისთვის, შეღავათიანი აგროკრედიტის სამთავრობო პროგრამის ფარგლებში ბოლო ორ კვირაში 211 სესხია გაცემული. 10 ივლისის მონაცემებით, გაცემული იყო 1317 აგროსესხი, სესხის თანხა, ჯამურად, 24 მლნ ლარს აჭარბებდა, მათ შორის, სააგენტოს მიერ პროცენტის გასაცემი თანადაფინანსება 1,9 მლნ ლარს აჭარბებდა.

ცნობისთვის, ახალი კორონავირუსის გავრცელებით შექმნილი ვითარებით გამოწვეული ეკონომიკური ზიანის შესამცირებლად, შეღავათიანი აგროკრედიტის პროექტში ცვლილებაა.

მთავრობის გადაწყვეტილებით, აგრობიზნესის მხარდამჭერი სახელმწიფო პროგრამები ფართოვდება.

სამთავრობო პროგრამებს ემატება თხილის გადამუშავება, ჩაის წარმოება და სასურსათო წარმოება და ყურძნის გადამუშვება.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system