თავში

შესაძლოა, შიდა ტურიზმიც შეწყდეს

შესაძლოა, შიდა ტურიზმიც შეწყდეს
შესაძლოა, შიდა ტურიზმიც შეწყდეს

სვანეთში ეპიდემიის გავრცელებამ შიდა ტურიზმის უპერსპექტივობა ნათლად დაგვანახა. მთიანი რეგიონის გარდა, დღეს ინფექცია დადასტურდა ზღვისპირა კურორტზეც. როგორც ტურიზმის სფეროს სპეციალისტი ნიკა კვარაცხელია report.ge-თან ამბობს, ვერც საკურორტო რეგიონები აღმოჩნდნენ ინფექციისგან დაცული და სარგებლის ნაცვლად, ქვეყანა ამით ეკონომიკურ ზარალს მიიღებს.

,,ეპიდემია მსოფლიოში ისეთ ფაზაშია, რომ ამ პერიოდში ტურიზმის გახსნას ვერავინ დაუშვებს, ტურიზმზე ჩამოკიდებული ქვეყნებიც კი უარს ამბობენ საზღვრების გახსნაზე. გარე ტურებზე ლაპარაკიც ზედმეტია, ვინმე ამ პერიოდში რომც ჩამოვიდეს საქართველოში, შეიძლება, მერე უფრო მეტი დაიხარჯოს მის ჯანმრთელობაზე, ესეც კარგად უნდა გავაცნობიეროთ. ჩვენ გვეგონა , რომ შიდა ტურიზმი გადაგვარჩენდა, მაგრამ ვერ ეს ხერხდება - ხალხი მიაწყდა სვანეთს და ვნახეთ, რაც მოხდა. გამოდის, რომ ინფექციისგან არც შიდა ტურიზმი არის დაცული. სანამ კორონავირუსი იარსებებს, უამრავ ქვეყანაში და მათ შორის, საქართველოშიც, ტურიზმს განვითარება არ უწერია. არ გამოვრიცხავ დაიბლოკოს, მაგრამ რეკომენდაციას ვუწევ, რომ დროებით შიდა ტურიზმიც შეწყდეს, რათა ეკონომიკა და ქვეყანა გადარჩეს. შემოსავალი, რომელსაც დღეს შიდა ტურიზმი იძლევა, არ არის დიდი, ხოლო მკურნალობის ხარჯი თუ გაიზრდება, ამას ქვეყნის ეკონომიკა რთულად გაუძლებს. მით დღეს ისეთი სიტუაციაა შექმნილი covid-19-ის გამო, რომ შეიძლება კურორტები ინფექციის გავრცელების წყაროებდ ვაქციოთ, ამიტომ დიდი სიფრთხილეა საჭირო", - აცხადებს ნიკა კვარაცხელია.

აღსანიშნავია, რომ კორონავირუსის ახალი დადასტურებული შემთხვევების გამო, 10 აგვისტოს მესტია, უშგული და ლენჯერი გაურკვეველი ვადით  ჩაიკეტა. ხოლო დღეს უკვე კორონავირუსის დადასტურებული 14 ახალი შემთხვევიდან 12 კვლავ მესტიაში დაფიქსირდა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system