თავში

შოთის პური შესაძლოა 10 თეთრით გაძვირდეს

შოთის პური შესაძლოა 10 თეთრით გაძვირდეს
შოთის პური შესაძლოა 10 თეთრით გაძვირდეს

მეთონეების თონის პურის ფასს ვერ ინარჩუნებენ. თუკი საწარმოებს მთავრობა სუბსიდიით ეხმარება, წვრილი მეწარმეები ამ შეღავათით ვერ სარგებლობენ, რის გამოც მცირე საცხობებს პურპროდუქტების გაძვირება მიანც უწევთ. როგორც მეთონეები report.ge-თან აღნიშნავენ, ხარჯი 10%-ით გაუძვირდათ, ხოლო სუბსიდია ამ სეგმენტამდე ვერ აღწევს, რაც მათ მიერ წარმოებული პროდუქციის ფასზეც აისახება. თბილისში, საბურთალოზე მდებარე პურის საცხობის დირექტორი, მეწარმე ზაზა ჩახვაშვილი ამბობს, რომ იძულებულია, პური10 თეთრით გააძვირონ, რადგან სხვა გამოსავალი არ აქვთ.

,,არჩევანი პრაქტიკულად არ რცება - ან უნდა დავიკეტოთ, ან საფასო ცვლილება მოვახდინოთ.  ძალიან რთულ სიტუაციაში აღმოვჩნდით, რადგან თვითღირებულება გაგვიძვირდა, 62 ლარად ვყიდულობთ თითო ტომარა ფქვილს, თანაც, შესაფუთი მასალის ფასი 7 თეთრამდე გაიზარდა, გარდა ამისა, ზეთი, საფუარი, ყველაფერი გაგვიძვირდა. დანაზოგით აქამდე მივიყვანეთ საქმე, ახლა ყველა რესურსი ამოვწურეთ. ვაცნობიერებთ პასუხისმგებლობას, რომ სოციალური პროდუქტია და ფასი არ უნდა გაიზარდოს, მაგრამ სხვა გამოსავალს ვერ ვხედავთ, სუბსიდია ჩვენამდე ვერ აღწევს. ძალიან ცუდი სიტუაციაა. მუშებს არ ყოფნით ხელფასი, სამსახურიდან ხომ არ გავუშვებთ, ისედაც მუშა ხელის დეფიციტს განვიცდით. მთავრობა გვერდში უნდა დაგვიდგეს, რომ კრიზისის გადავლახოთ, წინააღმდეგ შმთხვევაში, დავიკეტებით. არსებულ მდომარეობაში, რა ხარჯის გაწევაც გვიწევს, პური მომხმარებელს, შიძლება 10 თეთღით გავუძვიროთ, პასუხისმგებლობას ვაცნობიერებთ, მაგრამ სხვა არჩევანი დღეს პრაქტიკულად აღარ არის", - ამბობს მეწარმე.

ცხადია, ცვლილება მსხვილ მწარმოებლებს არ შეეხება. როგორც პურის მცხობელთა ასოციაციის თავმჯდომარე მალხაზ დოლიძე აცხადებს, რომ პურის ფასი არ მოიმატებს, რადგან განხორციელდება სუბსიდირება. მათი განმარტებით, სუბსიდირების არარსებობის შემთხვევაში, პურის ფასი 15-20 თეთრით გაძვირდებოდა.

როგორც ცნობილია, სახელმწიფო პირველი ხარისხის ფქვილის სუბსიდირებაზე დაახლოებით 10 მილიონ ლარს დახარჯავს. 50 კილოგრამიან ტომარაზე მთავრობის მხრიდან სუბსიდია მაქსიმუმ 10 ლარი იქნება და აღნიშნული მექანიზმი პურზე ფასის დასტაბილურებას უზრუნველყოფს.

რაც შეეხება მარაგს, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის ინფორმაციით, ქვეყანაში ხორბლის 2 თვეზე მეტის მარაგია. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system