თავში

SOCAR-ი საქართველოში Way Mart-ის ქსელს აფართოებს

SOCAR-ი საქართველოში Way Mart-ის ქსელს აფართოებს
SOCAR-ი საქართველოში Way Mart-ის ქსელს  აფართოებს

აზერბაიჯანის სახელმწიფო ნავთობკომპანიამ (SOCAR) პრაქტიკულად დაასრულა საქართველოში ბენზინგასამართი სადგურების  ბრენდირება. SOCAR Energy Georgia- ს გენერალური დირექტორის, მაჰირ მამედოვის, ინფორმაციით, დღეისათვის SOCAR-ის უპირატესობაა მრავალფუნქციური კომპლექსების მშენებლობა ახლად აშენებულ სახელმწიფო მნიშვნელობის მაგისტრალებზე. საუბარია დასავლეთი-აღმოსავლეთის დამაკავშირებელ ავტომაგისტრალზე.

"ახლა უპირატესობა ენიჭება სავაჭრო ობიექტების Way Mart- ის გაფართოებას და გაუმჯობესებას ჩვენს ბენზინგასამართ სადგურებზე. Way Mart- ის წარმატება აშკარაა", - ამბობს მამედოვი და დასძენს, რომ წელს Way Mart 15 მაღაზია ბრენდირდება, განახლდება დიზაინიც.

”დღეს ჩვენ გვაქვს 67 საცალო სავაჭრო ცენტრი და ყველა მათგანის იერსახე ახალი დიზაინის მიხედვით განახლდება," - განმარტავს მამედოვი.

ცნობისთვის, საქართველოში "სოკარის" ავტოგასამართ სადგურებზე მზის პოანელები მონტაჟდება. კომპანიის სამომავლო გეგმები უკავშირდება მზის პანელებით ელექტრომობილების სწრაფი დამუხტვის ცენტრების შექმნასაც.

ცნობისთვის, გარემოს დაცვა, ახალგაზრდების მხარდაჭერა, უსაფრთხოება, ქალთა გაძლიერება, შშმ პირთა და ხანდაზმულების მხარდაჭერა, - ამ მიმართულებით "სოკარი" სოციალური პასუხისმგებლობის ფარგლებში ბოლო 2 წელია საქართველოში აქტიურად მუშაობს. კომპანიამ კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის პლატფორმა „პასუხისმგებლობის 5 სტანდარტი“ 2018 წელს წარადგინა.

ცნობისთვის, წლების განმავლობაში SOCAR– მა მხოლოდ სოციალურ სფეროებში 100 მილიონ დოლარამდე ინვესტიცია ჩადო. კომპანია საქართველოს მთავრობასთან ერთად ახორციელებს მსხვილ სოციალურ პროექტებს.

სოკარმა 2006 წლიდან დაიწყო ინვესტიციები საქართველოს ეკონომიკაში, რამაც ათასობით ახალი სამუშაო ადგილი შექმნა. ამჟამად საქართველოში ფუნქციონირებს ყულევის ნავთობტერმინალი, გაზგამანაწილებელი ქსელი და ბენზინგასამართი სადგურები. კომერციული საქმიანობის გარდა, კომპანია ახორციელებს სხვადასხვა სოციალურად ორიენტირებულ პროექტებს საქართველოში.


ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system