თავში

"სოკარმა" საქართველოს გაზით მომარაგება გაზარდა

"სოკარმა" საქართველოს გაზით მომარაგება გაზარდა
სოკარმა საქართველოს გაზით მომარაგება გაზარდა

კომპანია "სოკარმა" საქართველოში გაზიფიცირების კოეფიციენტი გაზარდა. ამის შესახებ "სოკარ ენერჯი ჯორჯიას" გენერალურმა დირექტორმა, მაჰირ მამედოვმა საქართველო-აზერბაიჯანის ბიზნეს ფორუმზე განაცხადა.

მამედოვის თქმით, 2008 წელს "სოკარის" გაზიფიკაციის რაოდენობა საქართველოში 46% პროცენტს შეადგენდა. დღევანდელი მონაცემებით კი ეს რიცხვი 78%-მდე გაიზარდა. მისივე ინფორმაციით, საქართველოში ყოველდღიურად 10 000-ზე მეტი აბონენტი "სოკარის" გაზს იყენებს.  

"ეს ურთიერთობა პირველ რიგში ორი ქვეყნის მეგობრულ და ძმურ ურიერთობაზეა დაფუძნებული. ეკონომიკური, სოციალური და კულტურული კავშირები საქართველოსა და აზერბაიჯანს შორის ძლიერია. იმედი მაქვს, რომ ეს ურთიერთობები ყოველდღიურად კიდევ უფრო გამყარდება. მჯერა, რომ დღევანდელი ბიზნეს-ფორუმი, ორი ქვეყნის საქმიან ურთიერთობებს განავითარებს", - განუცხადა მაჰირ მამედოვმა Report-ს.  

ცოტა ხნის წინ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, ნათია თურნავამ, აღნიშნა, რომ  "ვინაიდან ქვეყანაში მაღალი ეკონომიკური ზრდა გვაქვს, ეს ავტომატურად ნიშნავს, რომ გაიზარდა ელექტროენერგიისა და გაზის მოხმარება".

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system