თავში

Tesla დაპირებულ ელექტრო პიკაპს 1 თვეში წარმოადგენს - PHOTO

Tesla დაპირებულ ელექტრო პიკაპს 1 თვეში წარმოადგენს
Tesla დაპირებულ ელექტრო პიკაპს 1 თვეში წარმოადგენს - PHOTO

ელექტრომობილების განვითარება, დიდი ხანია ახალ საფეხურზე გადავიდა. ელონ მასკის კომპანია, ბიძგის მიმცემი აღმოჩნდა სხვა ავტომწარმოებლებისთვის და მეტიც, report.ge-მ ცოტა ხნის წინ გიამბოთ, ამერიკული სტარტაპ კომპანიის შესახებ რომელიც ელექტრო სატვირთოებს ამზადებს.  მას შემდეგ რაც ტესლამ, საკუთარ მსუბუქ ავტომობილებში პროგრამული უზრუნველყოფის სისტემა განაახლა, ჯერი მორიგ სიახლეზე მიდგა და ახლა ის წარმოადგენს ელექტრო პიკაპს, რომელიც Tesla-მ დიდი ხნის წინ დააანონსა. ეს სიახლე საავტომობილო ინდუსტრიაში კიდევ ერთი გარდამტეხი ფაქტორი უნდა გახდეს. მარსის კოლონიზაციის აბციციით ცნობილი, ელონ მასკის კომპანიის კონსტრუქტორებს აქვთ კონკრეტული ამოცანა: Tesla-ს ელექტრო პიკაპი Ford-ის F სერიის ავტომობილებზე უკეთესი იყოს. ელექტრომობილი, რომლის ხილვას ავტომოყვარულები მთელი წელი ელოდნენ, 2019 წლის ნოემბერში გამოჩნდება. ამის შესახებ თავად ილონ მასკმა განაცხადა. 

 Tesla-ს მიზანია ელექტრომობილის ფასი მაღალი არ იყოს. მისი შეძენა 49 ათას დოლარად იქნება შესაძლებელი. ელექტრო პიკაპის სხვადასხვა მოდიფიკაციები დამუხტვის შემდეგ 640-დან 800 კილომეტრამდე გავლას შეძლებენ. ჯერჯერობით კვლავ უცნობია როგორი იქნება ავტომობილის ვიზუალური მხარე. ილონ მასკი აცხადებს, რომ პიკაპს ფუტურისტული დიზაინი აქვს. ელექტრო პიკაპების წარმოების გეგმები ამერიკული ავტოინდუსტრიის ისეთ გიგანტებსაც აქვთ, როგორიც Ford და General Motors-ია. თუმცა ექსპერტების შეფასებით ამ სეგმენტში ყველაზე მაღალი სტანდარტის დანერგვა სწორედ Tesla-ს შეუძლია. 

 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system