თავში

ტრანსპორტის სექტორში პირდაპირი უცხოური ინვესტიციები შემცირდა

ტრანსპორტის სექტორში პირდაპირი უცხოური ინვესტიციები შემცირდა
ტრანსპორტის სექტორში პირდაპირი უცხოური ინვესტიციები შემცირდა

2020 წელს ტრანსპორტი სექტორში პირდაპირი უცხოური ინვესტიციებიის მოცულობა 12.5 მლნ დოლარია, რაც მთლიანი ინვესტიციების მხოლოდ 2% ია.

ექსპერტების ნაწილი პირდაპირი უცხოური ინვესტიციების კლებას პანდემიას უკავშირებს, თუმცა სატრანსპორტო დერეფნის კვლევის ცენტრში ფიქრობენ, რომ ეს პროცესი 2020 წელს არ დაწყებულა და იკვე მეექვსე წელიწადი გრძელდება. როგორც report.ge-ს სატრანსპორტო დერეფნის კვლევის ცენტრის პრეზიდენტმა პაატა ცაგარეიშვილმა განუცხადა, ბოლო წლებში სახეზეა 20 ზე მეტი მსხვილი დაპირებული და შეუსრულებელი სატრანპორტო პროექტი ცაგარეიშვილი ამბობს, რომ დარგის სტატიკურობა და უძრაობა ინვესტორებს ინტერესს საქმის წამოწყების და ფულის ჩადების სურვილს უკარგავს. ამის შედეგად მიიჩნევს ექსპერტი იმას, რომ პირდაპირი უცხოური ინვესტიციების საერთო სტრუქტურაში ტრანსპორტში განხორცილებეული ინვესტიციები 2015 წლიდან 2020 წლამდე 35%-დან 2%-მდე შემცირდა. 

ცაგარეიშვილი report.ge-სთან ხელისუფლების ორმაგ სტანდარტზეც ამახვილებს ყურადღებას და დასძენს, რომ, ერთი მხრივ, სახელმწიფო ღიად აღიარებს სატრანსპორტო დერეფანს და სატრანპორტო ლოგისტიკური სფეროს განვითარებას ერთ - ერთ პრიორიტეტად, მეორე მხრივ, აპაუზებს დაანონსებულ სატრანსპორტო პროექტებს, რაც იწვევს ამ სფეროში ინვესტიციების კატასტროფიულ შემცირებას.

ექსპერტი report.ge-ს საშუალებით ხელისუფლებას დანაპირებს ახსენებს და არასწორ სატრანპორტო პოლიტიკის ქონაში, უფრო მეტიც სატრანსპორტო პოლიტიკის საერთოდ არქონაში ადანაშაულებს:  

"რატომ არ ხორციელდება დაპირებული პროექტები: თბილისსა და ქუთაისში ლოგისტიკური ცენტრების მშენებლობა, თბილისში "შტადლერის" ქარხნის ექსპლუატაშიაში გაშვება, ელმავალმშენებლის ბაზაზე ჩინური თუ ჩეხური ელმავლების წარმოება, სად არის კახეთის დაპირებული რკინიგზა, რატომ ვერ შესრულდა დაპირება შემოვლითი რკინიგზისათვის ახალი გამოყენების (ობციის) მინიჭების შესახებ, არც ფოთში გემთშენებელი ქარხანა ჩანს, სადაა ქუთაისის აეროპორტის რკინიგზა, ზემელზე საბაგირო, რატომ არის ვადებში ასეთი დისპოპორცია საავტომობილო გზების მშენებლობაში, რატომ მიმდინარეობს დაუსრულებლად რკინიგზის მოდერნიზაციის პროექტი, რატომ ხდება, რომ ყოველი ახალი პრემიერი ერთი და იგევე სამთავრობო პროგრამაში გვპირდება - საკონტრეილერო გადაზიდვების და ინფრასტრუქტურის შექმნას?  რატომ მუშაობს ისევ სატესტო რეჟიმში 5 წლის წინ ექსპლუატაციაში გაშვებული ბაქო - თბილისის - ყარსის რკინიგზა? გადაავლეთ რკინიგზასა და პორტებში ბოლო 6 წლის ტვირბრუნვის მაჩვენებლებს თვალი, აბსოლუტური "პლატოა". იმ ვითარებაში, როცა სახელმწიფოს დაანონსებული გაქვს, როგორც პრიორიტეტი, ანაკლიის მშენებლობა, მაგრამ ანონსი ანონსად რჩება და საქმე წინ ვერ მიდის. მშენებლობა დაწყებულიც არაა. უფრო მეტიც, ინვესტორისთვის შესათავაზებელი პირობებიც არაა გაწერილი. ამის კვალდაკვალ საქართველოს დერეფნის მეზობელმა სახელმწიფოებმა ჩადეს და დებენ ინვესტიციებს საკუთარი საპორტო ინფრასტრუქტურის განსავითარებლად, რათა სინქრუნულად გაიზარდოს მთლიანად დერეფნის გამტარუნარიანობა და ამ დროს, რა მოტივითაც არ უნდა იყოს, ანაკლიის მეგა პროექტის გაჩერება ნიშნავს, რომ პრაქტიკულად "ფუჭი" იქნება ამ ქვეყნის საპორტო ინფრასტრუქტურაში თანხების ჩადება. ამის შედეგ, რა კეთილსაიმედოდ წარმოჩინდება ინვესტორის თვალში ასეთი ქვეყანა, ესეც ხომ გააზრებული უნდა იყოს? ამას ხომ ყველა გამადიდებლით უყურებს. პს. ქაღალდზე მეოცნებების დრო წავიდა," - მიმართავს ხელისუფლებას ცაგარეიშვილი. 

შეგახსენებთ, 2020 წელს საქართველოში პირდაპირი უცხოური ინვესტიციები 15-წლიან მინიმუმამდე შემცირდა. საქართველოში განხორციელებული პირდაპირი უცხოური ინვესტიციების (FDI) მოცულობამ 2020 წელს 616.9 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც 52.9 პროცენტით ნაკლებია 2019 წლის დაზუსტებულ მონაცემებზე. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system