თავში

თურქეთი რუსეთში ექსპორტს "ბაქო-თბილისი-ყარისის" დერეფნით იწყებს

თურქეთი რუსეთში ექსპორტს "ბაქო-თბილისი-ყარისის" დერეფნით იწყებს
თურქეთი რუსეთში ექსპორტს ბაქო-თბილისი-ყარისის დერეფნით იწყებს

აზერბაიჯანს, თურქეთსა და რუსეთს შორის სამმხრივი სარკინიგზო თანამშრომლობის ფორმატში დაიწყო კიდევ ერთი პროექტი.  ამჯერად, საკონტეინერო მატარებელი საექსპორტო ტვირთით თურქეთიდან რუსეთში გაიგზავნა. 

15 კონტეინერისგან შემდგარი პირველი საექსპორტო სატვირთო მატარებელი ანკარიდან მოსკოვის მიმართულებით დაიძრა დღეს, თბილისის დროით 11 საათზე. მატარებელი, „ბაქო - თბილისი - ყარსის“ დერეფანს გაივლის და დანიშნულების ადგილამდე, რუსეთის სადგურ ვორსინომდე, ჯამში გაივლის 4650 კილომეტრს. ეს მანძილი მატარებელმა რვა დღეში უნდა დაფაროს. ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზის გასწვრივ და ჩრდილოეთ-სამხრეთის სატრანსპორტო დერეფნის გასწვრივ საქართველოსა და აზერბაიჯანის ტერიტორიებზე გავლილი მატარებელი 8 დღეში რუსეთის ტერიტორიაზე უნდა შევიდეს.

მატარებელს თურქული საყოფაცხოვრებო საქონლით დატვირთული 40-ფუტიანი 15 კონტეინერი მოაქვს. ტვირთის საერთო წონა 150 ტონაა. 

სატრანსპორტო ოპერატორები არიან: Pacific Eurasia Logistics (თურქეთი), GR Logistics (საქართველო), ADY Container (აზერბაიჯანი) და სს "რუსეთის რკინიგზის ლოგისტიკა".

ბაქო-თბილისი-ყარსის სარგინიგზო მაგისტრალზე ექსპორტი თურქეთმა ჩინეთში გასული წლის ბოლოდ დაიწყო. თურქეთიდან ჩინეთში საექსპორტო მატერებელმა ორი რეისი განახორციელა. თურქეთმა ჩინეთამდე ორ პარტიად BSH-მაცივრები გადაიტანა. აქამდე ამ მაგისტრალზე ძირითადად ჩინური ექპსორტი მოძრაობდა. საქართველოში ამტკიცებენ, რომ ამ მაგისტრალზე ჩინური იმპორტის გადაზიდვა ხელს შეუწყობს ტვირთბრუნვის და ეკონომიკური ეფექტის ზრდას.

ცნობისთვის, "ბაქო-თბილისი-ყარსის" რკინიგზით ექსპორტ დაიწყო აზერბაიჯანმაც. 2020 წელს ADY Express- მა ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზით ჯამში 49,739 ტონა ტვირთიგადაიზიდა, აქედან 97% ტრანზიტული ტვირთია, 3% კი იმპორტირებული. შედარებისთვის, 2019 წელს კომპანიამ მოახერხა 25 722 ტონა ტვირთის გადაზიდვა ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზით. 

საქართველოს ეკონომიკის სამინისტროს ინფორმაციით, ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზაზე ჩინეთიდან/კენ გადაზიდვები 371.9%-ით გაიზარდა.

ეკონომიკის სამინისტროს მონაცემებით, 2020 წლის იანვარ-ოქტომბრის პერიოდში შუა დერეფანზე ჩინეთიდან/კენ საქართველოს გავლით გადაზიდულმა კონტეინერების რაოდენობამ შეადგინა 2343 TEU, რაც 2019 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 35.1%-ით მეტია (1734 TEU).

უწყების ინფორმაციით, 2020 წლის იანვარ-ოქტომბრის პერიოდში ბაქო-თბილისი-ყარსის სარკინიგზო მაგისტრალით, BTK-თი, გადაიზიდა 1260 TEU, რაც 2019 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 371.9%-ით მეტია (267 TEU).

ეკონომიკის მინისტრის შეფასებით, ბაქო-თბილისი-ყარსის სარკინიგზო მაგისტრალი ჩინეთ-ევროპას შორის უმოკლესი გზაა, რაც აიაფებს ტვირთს და საქართველოს კონკურენტუნარიანობას ზრდის ამ დერეფანში. ნათია თურნავას თქმით, ბაქო-თბილისი-ყარსი, ახალი ამ მაგისტრალზე დღემდე დაახლოებით 400 000 ტონა ტვირთი გადაიზიდა.

ცნობისთვის, ბაქო-თბილისი-ყარსი (BTK) ახალი სარკინიგზო მარშრუტია, რომელიც საქართველოზე გავლით, ევროპასა და აზიას ერთმანეთთან აკავშირებს. მისი მშენებლობა 2008 წელს დაიწყო და 2017 წელს დასრულდა. სარკინიგზო მაგისტრალი სატესტო რეჟიმში 2017 წლიდან მოქმედებს. სატვირთო ტრანზიტისთვის სარკინიგზო მარშრუტი აქტიურია 2018 წლიდან.

იმისთვის, რომ გაიგოთ ყველა დეტალი, თუ როგორ მუშაობს, რა ეკონომიკური ეფექტი აქვს საქართველოსთვის, პარტნიორი ქვეყნებისთვის და რეგიონისთვის ბაქო-თბილისი-ყარსის სარკინიგზო მაგისტრალს, იკითხეთ, report.ge-ს ეკონომიკური ანალიტიკა. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system