თავში

თურნავა: გაისად ჩვენ პორტფელში არც ერთი უმოქმედო პროგრამა არ გვექნება

თურნავა: გაისად ჩვენ პორტფელში არც ერთი უმოქმედო პროგრამა არ გვექნება
თურნავა: გაისად ჩვენ პორტფელში არც ერთი უმოქმედო პროგრამა არ გვექნება

საქართველოს მთავრობა მცირე და საშუალო საწარმოთა განვითარებას და დარგის მხარდაჭერას 2020 წელსაც გააძლიერებს. ეკონომიკის მინისტრის ნათია თურნავას ინფორმაციით, მთავრობის ოთხპუნქტიანი რეფორმის ფარგლებში დაგეგმილია სერვისებზე ორიენტირებული სახელმწიფო მოდელის შექმნა, რომელიც ერთი ფანჯრის პრინციპით მოემსახურება როგორც ფიზიკურ, ისე იურიდიულ პირებს. კერძოს, ეს არის ერთიანი ფრონტ-ოფისის კონცეფცია, რომლის დამტკიცებას მთავრობა უახლოეს პერიოდში გეგმავს.

,,ახალი კონცეფციის ძირითადი აქცენტი იქნება, რომ მცირე მეწარმეებს არ უწევდეთ ქალაქში ჩამოსვლა, რათა მიიღონ მათთვის საშუალო სერვისები და მომსახურება საკუთარ საცხოვრებელ გარემოში, განსაკუთრებით მაღალმთიან რეგიონებში, ეს არის მნიშვენლოვანი. ჩვენ ყველანი ვცდილობთ გავაძლიეროთ მცირე და საშუალო მეწარმეების როლი და ჩავთრთოთ ისინი პრივატიზაციის პროგრამაში, იქნება ეს მცირე საოჯახო სასტუმრო, მცირე ფერმა თუ რამდენიმე სხვადასხვა მცირე ინდუსტრია. ვაპირებთ, რომ 2020 წელს განვაახლოთ მიკროგრანტების პროგრამა და გავხადოთ უფრო მეტად ორიენტირებული ბიზნესის საჭიროებებზე მაღალმთიანე რეგიონებში", - განაცხადა თურნავამ და დასძინა, რომ ასევე გაგრძელდება სესხის პროცენტის სუბსიდირება, რომლითაც უკვე  62-მა მცირე მეწარმემ ისარგებლა.

მისი თქმით, კვლავ გაგრძელდება სესხის პროცენტის სუბსიდირება და საკრედიტო საგარანტიო სქემის პირობები კიდევ უფრო გამარტივდება.

,,საკრედიტო-საგარანტიო სქემა კიდევ ერთი მიმართულებაა, რომელზეც ასევე აქტიურად გაგრძელდება მუშაობა, საჭიროების შემთხვევაში კი ბიზნესის ინტერესების შესაბამისად გადაკეთდება. მიუხედავად ჩვენი ძალიან მაღალი დონის ძალისხმევისა, ეს სქემა ჯერჯერობით სრულფასოვნად ვერ ამოქმედდა. ჩვენ ყოველდღიურ რეჟიმში ვხვდებით ბანკებს, რათა გავიგოთ, მათი მხრიდან რატომაა ინტერესი ჯერ კიდევ დაბალი. ვიმედოვნებთ, რომ განვაახლებთ ამ პროგრამას, თუ საჭიროა, გადავაკეთებთ მას და მეტად მოვარგებთ ბიზნესის საჭიროებებს - გაისად ჩვენ პორტფელში არც ერთი უმოქმედო პროგრამა არ უნდა გვქონდეს", - განაცხადა ეკონომიკის მინისტრმა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system