თავში

თურნავა: საქართველომ "მწვანე ქვეყნის“ სტატუსი ეფექტურად გამოიყენა

თურნავა: საქართველომ "მწვანე ქვეყნის“ სტატუსი ეფექტურად გამოიყენა
თურნავა: საქართველომ მწვანე ქვეყნის“ სტატუსი ეფექტურად გამოიყენა

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის, ნათია თურნავას განცხადებით, საქართველომ „მწვანე ქვეყნის“ სტატუსი ეფექტურად გამოიყენა.

"ეს სტატუსი არ ნიშნავს უკონტროლობას და ქაოსს. იმის მიუხედავად, რომ თანდათან გავზარდეთ მობილობა, საკმაოდ აქტიურად ჩავატარეთ ზაფხულის შიდა ტურიზმის სეზონი, გავხსენით ბიზნესები, მოვახერხეთ, რომ მწვანე ზონის სტატუსის მქონე ქვეყანამ ვუმასპინძლეთ ასევე უცხოელ ვიზიტორებს უსაფრთხო კორიდორების ფარგლებში. ამას გარდა, დღევანდელი ღონისძიება მოწმობს, რომ ჩვენი ხელისუფლების ძალისხმევამ მაღალი შეფასება მიიღო მსოფლიოში საქართველოს უსაფრთხოების, ეპიდვითარების მართვის მიმართულებით," - განაცხადა ნათია თურნავამ და დასძინა, რომ ხელისუფლება ძალიან უფრთხილდება „მწვანე ქვეყნის“ სტატუსს. 

მინისტრმა კიდევ ერთხელ აღნიშნა, რომ ქვეყანაში ეპიდვითარება სრულად კონტროლირებადია და არსებული გამოცდილება საშუალებას იძლევა, ლოკალური ღონისძიებებით გაგრძელდეს ეკონომიკის მუშაობა.

„გადავედით ე.წ. ადაპტაციის ეტაპზე, რაც ნიშნავს, რომ საყოველთაო კარანტინის და ბიზნესის შეზღუდვის გარეშე გავაგრძელებთ საქმიანობას, არ დავკეტავთ ეკონომიკას",-აღნიშნა თურნავამ.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system