თავში

უმოქმედო სესხების წილი წელს 3.9 პროცენტული პუნქტით გაიზარდა

უმოქმედო სესხების წილი წელს 3.9 პროცენტული პუნქტით გაიზარდა
უმოქმედო სესხების წილი წელს 3.9 პროცენტული პუნქტით გაიზარდა

ქვეყნის საბანკო სისტემაში არსებული უმოქმედო სესხების წილი წელს 3.9 პროცენტული პუნქტით გაიზარდა და ამჟამად 8.4%-ს შეადგენს.  ამის შესახებ დღეს ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა, კობა გვენეტაძემ, მონეტარული პოლიტიკის კომიტეტის (მპკ-ის) სხდომის შემდეგ განაცხადა. საქართველოს პირველი ბანკირის განმარტებით, 2021 წლის პირველ ნახევარში უმოქმედო სესხების მაჩვენებელი, სავარაუდოდ, 10%-მდეც გაიზრდება, თუმცა ეროვნული ბანკის პრეზიდენტი აღნიშნავს, რომ უმოქმედო სესხების ზრდისთვის საბანკო სისტემა მზად არის, რადგანაც ბანკებმა 2020 წლის გაზაფხულზე სესხების შესაძლო დანაკარგებისთვის წინასწარ 1 მილიარდი ლარი დაარეზერვეს.

“მოგეხსენებათ, ბანკებს დანაკარგების შეფასება 2020 წელსვე მოვთხოვეთ და მათ შესაძლო დანაკარები უკვე გათვალისწინებული აქვთ. მოსალოდნელია, რომ 2021 წლის პირველ ნახევარში უმოქმედო სესხების წილი საკრედიტო პორტფელის 10%-ს მიაღწევს", - აცხადებს ეროვნული ბანკის პრეზიდენტი და დასძენს, რომ საქართველოში მოქმედ 15 კომერციულ ბანკს ქვეყნის ეკონომიკაზე 39 მილიარდი ლარის სესხები აქვთ გაცემული, ამ საკრედიტო პორტფელში უმოქმედო სესხების 8.4%-იანი წილი ნიშნავს, რომ 3.27 მილიარდი ლარის მოცულობის სესხები ამჟამად უმოქმედო სესხებს წარმოადენს.

ეროვნული ბანკის პროგნოზით, წელს საქართველოში დაკრედიტების მოცულობა 7.5%-ით გაიზრდება.

ცნობისთვის, 2021 წლის პირველი იანვრის მდგომარეობით, საქართველოს საბანკო სექტორი 15 კომერციული ბანკითაა წარმოდგენილი; მათ შორის 14 - საწესდებო კაპიტალში უცხოური კაპიტალის მონაწილეობით.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system