თავში

USAID-ი ქვეყნის ყველაზე მნიშვნელოვანი პარტნიორია - ლაშა ხუციშვილი

USAID-ი ქვეყნის ყველაზე მნიშვნელოვანი პარტნიორია - ლაშა ხუციშვილი
USAID-ი ქვეყნის ყველაზე მნიშვნელოვანი პარტნიორია - ლაშა ხუციშვილი

 USAID-ის მისიის დირექტორმა საქართველოში, პიტერ ვიბლერმა და საქართველოს ფინანსთა მინისტრმა ლაშა ხუციშვილმა ხელი მოაწერეს განვითარების მიზნების შესახებ შეთანხმებას, რომლის მიხედვით USAID მომდევნო ხუთი წლის განმავლობაში საქართველოს 330 მილიონ აშშ დოლარის მხარდაჭერას გაუწევს. საქართველოს ფინანსთა მინისტრის ლაშა ხუციშვილის შეგასებით, ამერიკის საერთაშორისო განვითარების სააგენტო (USAID) ქვეყნის ყველაზე მნიშვნელოვანი პარტნიორია.

“მსურს მადლობა გადავუხადო ამერიკის მთავრობას და ხალხს საქართველოს განვითარების მხარდაჭერისათვის. ამერიკის საერთაშორისო განვითარების სააგენტო ჩვენი ყველაზე მნიშვნელოვანი პარტნიორია, რომელიც მხარს უჭერს საქართველოში არსებულ სტრატეგიულ განვითარებას. ეს თანამშრომლობა გადამწყვეტი იყო დამოუკიდებლობის მიღების პირველ წლებში და ასეთივე მნიშვნელობა ენიჭება საქართველოს ევროატლანტიკური ინტეგრაციის შემთხვევაშიც. დარწმუნებული ვარ, რომ განვითარების მიზნების ხელშეკრულებაზე ხელმოწერა ჩვენი წარმატებული თანამშრომლობის კიდევ ერთი წინ გადადგმული ნაბიჯია“,- აღნიშნა ხუციშვილმა.

როგორც USAID-ში აღნიშნავენ, განვითარების მიზნების შესახებ შეთანხმება ასახავს USAID-ის ვალდებულებას პარტნიორობა გაუწიოს საქართველოს, რათა ქვეყანამ გადალახოს მის წინაშე არსებული მდგრადი განვითარების გამოწვევები, მათ შორის მოქალაქეზე ორიენტირებული პოლიტიკა, კანონის უზენაესობის გაძლიერებაში და რეგიონებში მდგრადი დასაქმების შესაძლებლობების შექმნა. 

საქართველოსა და აშშ-ის შორის 67-მილიონიანი საგრანტო შეთანხმება დღეს გაფორმდა. საქართველომ და ამერიკის შეერთებულ შტატებმა (წარმოდგენილი ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოთი (USAID)) ხელი მოაწერეს საგრანტო შეთანხმებას „საქართველოს მდგრადი განვითარების ხელშეწყობისათვის“, რომლის თანახმად ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტო (USAID) საქართველოს გამოუყოფს 67 მლნ აშშ დოლარამდე ოდენობის გრანტს 330 მლნ აშშ დოლარამდე გაზრდის შესაძლებლობით.

ცერემონია გახსნეს საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა და აშშ-ის ელჩმა საქართველოში კელი დეგნანმა. შეთანხმებას ხელი მოაწერეს ფინანსთა მინისტრმა ლაშა ხუციშვილმა და USAID-ის მისიის დირექტორმა პიტერ ვიბლერმა.

USAID პირველ ეტაპზე დაახლოებით 67 მლნ აშშ დოლარის ოდენობის გრანტს გამოყოფს და ეტაპობრივად შესაძლებელი იქნება 330 მლნ აშშ დოლარამდე გაზრდა.

აშშ-ის გრანტი საქართველოში მაღალანაზღაურებადი სამუშაო ადგილების შექმნას მოხმარდება. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system