თავში

ვაკის პარკის რეაბილიტაცია დაიწყო

ვაკის პარკის რეაბილიტაცია დაიწყო
ვაკის პარკის რეაბილიტაცია დაიწყო

"ვაკის პარკის სრულმასშტაბიანი სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, მიმდინარე კვირიდან, ვაკის პარკი სრულად დაიკეტება, - ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე განაცხადა.

როგორც მანაღნიშნა, რეაბილიტაციის პროცესში ვაკის პარკს კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსისთვის დამახასიათებელი ყველა ელემენტი შეუნარჩუნდება.

„დაწყებულია ვაკის პარკის სრულმასშტაბიანი სარეაბილიტაციო სამუშაოები. ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია რეკრეაციული სივრცეების განახლება, მოწესრიგება. ამ მიმართულებით, ბევრი კონკრეტული ნაბიჯი გადაიდგა და მნიშვნელოვანი პროექტები განხორციელდა. ეს არის სივრცე, რომელიც ქალაქის ცენტრში მდებარეობს და მის განახლებასთან დაკავშირებით, გადაწყვეტილებამივიღეთ. ის მნიშვნელოვანი ელემენტები, რომელიც ამ პარკს გააჩნია, თავისი კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსიდან გამომდინარე, ყველაფერი შენარჩუნდება და მოწესრიგდება“, - განაცხადა კახა კალაძემ.

მისივე თქმით, ვაკის პარკის რეაბილიტაციის დაგეგმვამდე, თბილისის მერიამ პროცესში ადგილობრივი მოსახლეობა ჩართო და მათი წინადადებებიც გაითვალისწინა. სამუშაოები წლის ბოლომდე დასრულდება.

ცნობისთვის, ვაკის პარკის რეაბილიტაციას კომპანია “დაგი” განახორციელებს. თბილისის მერიის მიერ გამოცხადებული ტენდერის გამარჯვებული სწორედ “დაგი ჯგუფია". კომპანიამ 5 კონკურენტს შორის ყველაზე დაბალი ფასი წარადგინა.

სახელმწიფო შესყიდვის საწყისი ღირებულება 19.9 მილიონი ლარი იყო, კომპანიამ კი მუნიციპალიტეტს სამუშაოების განხორციელებისთვის 16 784 244 ლარი შესთავაზა.

პროექტის თანხის ძირითადი ნაწილი - 92,48%- 2021 წლის ბიუჯეტიდან გამოიყოფა.

თბილისის მერიის გარემოს დაცვის საქალაქო სამსახურმა ვაკის პარკის ტერიტორიაზე არსებული კასკადისა და შადრევნების რეაბილიატაციის საპროექტო დოკუმენტაცია შპს LMC-მ შექმნა. სწორედ მან დაამუშავა კასკადისა და შადრევნების, როგორც არქიტექტურული, ისე საინჟინრო პროექტები.

ვაკის პარკს და კასკადს აქვს კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი, ამიტომაც ვაკის პარკის კასკადი და შადრევნები პირვანდელი სახით აღდგება

ვაკის პარკის რეაბილიტაციის პროექტი ბრიტანულმა კომპანიამ - CBA Studios მოამზადა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system