თავში

ვისთან ივაჭრა საქართველომ ყველაზე მეტი პანდემიისას

ვისთან ივაჭრა საქართველომ ყველაზე მეტი პანდემიისას
ვისთან ივაჭრა საქართველომ ყველაზე მეტი პანდემიისას

სტატისტიკის ეროვნულმა სამსახურმა დღეს 2020 წლის საგარეო ვაჭრომის მონაცემები გამოაქვეყნა.

საქსტატის მიხედვით, პანდემიურ  2020 წელს ათი უმსხვილესი სავაჭრო პარტნიორი ქვეყნის წილმა საქართველოს მთლიან საგარეო სავაჭრო ბრუნვაში 70.4 პროცენტი შეადგინა. ქვეყნის უმსხვილესი სავაჭრო პარტნიორები არიან: თურქეთი (1 597.5 მლნ. აშშ დოლარი), რუსეთი (1 328.2 მლნ. აშშ დოლარი) და ჩინეთი (1 185.0 მლნ. აშშ დოლარი).

ყველაზე მეტი პროდუქცია საქართველოში თურქეთიდან, რუსეთიდან და ჩინეთიდან შემოვიდა. ხოლო ყველაზე მეტი პროდუქტი ექსპორტზე ქვეყანამ ჩინეთში, აზერბაიჯანსადა რუსეთში გაიტანა. 

ცნობისთვის, პანდემიამ საქართველოს საგარეო ვაჭრობის ბრუნვა შეუმცირა. საქსტატის მიხედვით, საქართველოში საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვამ (არადეკლარირებული ვაჭრობის გარეშე) 11 347.7 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც წინა წლის შესაბამის მაჩვენებელზე 14.8 პროცენტით ნაკლებია.

აქედან ექსპორტი 3 342.1 მლნ. აშშ დოლარს შეადგენს (12.0 პროცენტით ნაკლებია), ხოლო იმპორტი 8 005.6 მლნ. აშშ დოლარს (15.9 პროცენტით ნაკლებია).

საქართველოს უარყოფითმა სავაჭრო ბალანსმა 2020 წელს 4 663.4 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც საგარეო სავაჭრო ბრუნვის 41.1 პროცენტია.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system