თავში

ვისთან ივაჭრა წელს საქართველომ ყველაზე მეტი

ვისთან ივაჭრა წელს საქართველომ ყველაზე მეტი
ვისთან ივაჭრა წელს საქართველომ ყველაზე მეტი

2020 წლის იანვარ-ოქტომბერში ათი უმსხვილესი სავაჭრო პარტნიორი ქვეყნის წილმა საქართველოს მთლიან საგარეო სავაჭრო ბრუნვაში 70.6 პროცენტი შეადგინა. ქვეყნის უმსხვილესი სავაჭრო პარტნიორები არიან: თურქეთი (1 287.5 მლნ. აშშ დოლარი), რუსეთი (1 061.1 მლნ. აშშ დოლარი) და ჩინეთი (991.8 მლნ. აშშ დოლარი).

სამეულის შემდეგ, საქართველომ ყველაზე მეტი მეზობელ აზერბაიჯანთან ივაჭრა. 2020 წლის 10 თვეში საქართველო-აზერბაიჯანის სავაჭრო ბრუნვა  746 297.7 ათას დოლარს გაუტოლდა, რაც მთლიანი სავაჭრო ბრუნვის 10.8%-ია. მიმდინარე წელს საქართველოში აზერბაიჯანიდან შემოვიდა  381 702.6 ათასი დოლარის იმპორტი, რაც მთლინი იმპორტის  5.9%-ია, ხოლო საქართველოდან აზერბაიჯანში გაიყიდა 364 595.1 ათასი დოლარის ექსპორტი, რაც მთლიანი ექსპორტის 13.4%-ს უტოლდება.

აზერბაიჯანს საქართველოსთან ვაჭრობის 10-თვიანი მაჩვენებლით მოსდევენ:  სომხეთი, აშშ, უკრაინა, გერმანია, ბულგარეთი იტალია.

ცნობისთვის, წელს საქართველოში აზერბაიჯანული იმპორტი შემცირდა. შემცირებულია საქართველოდან ამ ქვეყანაში განხორციელებული ექსპორტიც, თუმცა, 10. 5%-იანი კლების მიუხედავად, აზერბაიჯანი  საქართველოს უმსხვილეს საექსპორტო ქვეყნებში მეორეა. 

რაც სეეხება საქართველოში დამზადებული ნაწარმის ექსპორტს მეზობელ ქვეყანაში, წელს ყველაზე მეტი ადგილობრივი პროდუქტი დაესპორტდა ჩინეთში, რუსეთსა და ბულგარეთში. საქართველოს ადგილობრივ ექსპორტში აზერბაიჯანის წილი 3.2%-ია. მეზობელ ქვეყანაში წელს 62.9 ათასი აშშ დოლარის ღირებულების  ქართული პროდუქტია გაყიდული. მაჩვენებლი წლიურ ჭრილში შემცირებულია 13.9%-ით. 

შეგახსენებთ, 2020 წლის იანვარ-ოქტომბერში საქართველოში საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვამ (არადეკლარირებული ვაჭრობის გარეშე) 9 159.5 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 15.0 პროცენტით ნაკლებია.

აქედან ექსპორტი 2 715.3 მლნ. აშშ დოლარს შეადგენს (11.1 პროცენტით ნაკლებია), ხოლო იმპორტი 6 444.2 მლნ. აშშ დოლარს (16.6 პროცენტით ნაკლებია).

საქართველოს უარყოფითმა სავაჭრო ბალანსმა, 2020 წლის იანვაროქტომბერში, 3 728.9 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც საგარეო სავაჭრო ბრუნვის 40.7 პროცენტია.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system