თავში

ალფრედ ჰიჩკოკის ერთადერთი ქალიშვილი გარდაიცვალა

​ალფრედ ჰიჩკოკის ერთადერთი ქალიშვილი გარდაიცვალა
ალფრედ ჰიჩკოკის ერთადერთი ქალიშვილი გარდაიცვალა

მსახიობი პატრიცია ჰიჩკოკი ო'კონელი, ცნობილი რეჟისორის ალფრედ ჰიჩკოკის ერთადერთი ქალიშვილი, 93 წლის ასაკში გარდაიცვალა. ინფორმაციას ამის შესახებ გამოცემა Variety ავრცელებს.

მსახიობის ქალიშვილის, კეტის თქმით, პატრიცია ჰიჩკოკი 9 აგვისტოს კალიფორნიაში გარდაიცვალა.

პატრიცია ალფრედ ჰიჩკოკისა და მისი მეუღლის, კინო მემონტაჟე ალმა რევილის ერთადერთი შვილი იყო. 1939 წელს ოჯახმა ბრიტანეთი დატოვა და ლოს-ანჯელესში დასახლდა.

მსახიობმა ითამაშა მამის ორ ფილმში - დეტექტივში "უცხოები მატარებელში" (1950) და თრილერში "ფსიქო" (1960).

1950-იან წლებში მან სერიალში "ალფრედ ჰიჩკოკი წარმოგიდგენთ" ათზე მეტ ეპიზოდში ითამაშა.

მედიის ცნობით, მსახიობის გარდაცვალება ბუნებრივი მიზეზების გამო მოხდა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system