თავში

საქართველო -აზერბაიჯანის მეგობრობას გამოფენა მიეძღვნა

საქართველო -აზერბაიჯანის მეგობრობას გამოფენა მიეძღვნა
საქართველო -აზერბაიჯანის მეგობრობას გამოფენა მიეძღვნა

აზერბაიჯანში საქართველოს საელჩოს, „ჰეიდარ ალიევის ცენტრისა“ და აზერბაიჯანის მხატვართა კავშირის თანამონაწილეობით, ბაქოში გაიმართა გამოფენა, სახელწოდებით - ,,საქართველო - აზერბაიჯანის მეგობრობა თაობიდან - თაობამდე", - ამის შესახებ report.ge-ს საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროდან აცნობეს.

ღონისძიებაზე წარმოდგენილი იყო 120 მხატვრის 150-მდე ნამუშევარი, სახვითი და გამოყენებითი ხელოვნების ნიმუშები. გამოფენა ასახავდა საქართველოსა და აზერბაიჯანს შორის მრავალსაუკუნოვან მეგობრობას თაობიდან-თაობამდე, ორივე ქვეყნის კულტურას, ბუნებასა და ტრადიციებს.

გამოფენაზე სიტყვით გამოსვლისას, საქართველოს ელჩმა ზურაბ პატარაძემ ისაუბრა ორ მეზობელ ქვეყანას შორის არსებულ ურთიერთობებზე. ელჩმა აღნიშნა, რომ კულტურა და ხელოვნება ასრულებს მნიშვნელოვან როლს ხალხთა დაახლოების პროცესში და საქართველოს საელჩოს მიზანს წარმოადგენს შეიტანოს საკუთარი წვლილი მეგობრობის კიდევ უფრო გასაღრმავებლად. მან მადლობა გადაუხადა აზერბაიჯანელ მხატვრებს, რომლებმაც ფერწერულ ტილოებზე გულწრფელად ასახეს საკუთარი ემოციები და შთაბეჭდილებები საქართველოზე.

ღონისძიების დასასრულს, საქართველოს ელჩმა ზურაბ პატარაძემ, შესაბამისი დიპლომები გადასცა გამოფენაზე წარმოდგენილ ნამუშევართა ავტორებს.

ღონისძიებას ესწრებოდნენ ბაქოს აღმასრულებელი ხელისუფლების ხელმძღვანელი პირები, დიპლომატიური კორპუსისა და ქართული დიასპორის წარმომადგენლები, მოწვეული სტუმრები.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system