თავში

აზერბაიჯანის სახალხო არტისტი თარანა მურადოვა საქართველოშია

აზერბაიჯანის სახალხო არტისტი თარანა მურადოვა საქართველოშია
აზერბაიჯანის სახალხო არტისტი თარანა მურადოვა საქართველოშია

საქართველოს აზერბაიჯანის რესპუბლიკის სახალხო არტისტი თარანა მურადოვა სტუმრობს.

კულტურის პალატის პრეზიდენტის, დავით ოქიტაშვილის განცხადებით, თარანა მურადოვა აზერბაიჯანში საქართველოს კულტურის პალატის წარმომადგენელია.

მისივე თქმით, მურადოვასთან ერთობლივი, საინტერესო პროექტებია დაგეგმილი.

,,ერთობლივად ორი პროექტი დავგეგმეთ. ვფიქრობთ, კიდევ ერთხელ ჩატარდეს ქართველ აზერბაიჯანელ ბავშვთა ერთობლივი კონცერტი, სადაც პირველი განყოფილება დაეთმობა ქართველ, ხოლო მეორე აზერბაიჯანელ ბავშვებს. რასაკვირველია, პანდემიიდან გამომდინარე, თუ მოგვეცემა იმის საშუალება, რომ სექტემბერ-ოქტომბერში ასეთი მასშტაბური ღონისძიება ჩატარდეს.

მეორე მნიშვნელოვანი პროექტი შეეხება ნანი ბრეგვაძის 85 წლის იუბილეს. მასთან დაკავშირებით ძალიან ბევრი მასშტაბური ღონისძიებაა დაგეგმილი, მათ შორის, ვგეგმავთ, ქალბატონ ნანი ბრეგვაძის კონცერტი ჩატარდეს აზერბაიჯანში, ამ ღონისძიების ორგანიზატორი იქნება, საქართველოს კულტურის პალატის წარმომადგენელი აზერბაიჯანში, ქალბატონი თარანა მურადოვა და იქაური ხელისუფლება.

პროექტები დაგეგმილია სექტემბერ-ოქტომბერში, როგორც კი გაიხსნება დარბაზები, რასაკვირველია, რეგულაციების დაცვით. ჩვენ ბავშვებთან გაქვს საქმე და ყველაზე მნიშვნელოვანია მათ ჯანმრთელობას პრობლემები არ შეექმნას",- განაცხადა დავით ოქიტაშვილმა report.ge-სთან საუბარში.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system