თავში

ბათუმის საერთაშორისო თეატრალური ფესტივალი გაიხსნა

ბათუმის საერთაშორისო თეატრალური ფესტივალი გაიხსნა
ბათუმის საერთაშორისო თეატრალური ფესტივალი გაიხსნა

ბათუმის საერთაშორისო თეატრალური ფესტივალი გაიხსნა. ცხრა დღის განმავლობაში ილია ჭავჭავაძის სახელობის დრამატულ თეატრში ქართულ დასებთან ერთად ევროპული თეატრების წარმოდგენები გაიმართება.

ფესტივალის უცხოურ ნაწილს პოლონელი რეჟისორის, იაჯეკ გლომბის დადგმა „დემონები“ ხვალ გახსნის. მას მოჰყვება გერმანიის, ესპანეთისა და იტალიის თეატრალური დასების სპეკტაკლები.

ბათუმში მასშტაბური საერთაშორისო თეატრალური ფესტივალის დაარსების იდეა ბათუმის ილია ჭავჭავაძის სახელობის სახელმწიფო დრამატული თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელს ანდრო ენუქიძეს და მის უცხოელ მეგობრებს ეკუთვნის. ინიციატივას მხარი დაუჭირა აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტრომ, რომლის პატრონაჟითაც ხორციელდება ბათუმის პირველი საერთაშორისო თეატრალური ფესტივალი - BATUMI INTERNATIONAL
იდეის განხორციელებაზე მუშაობა უკვე რამდენიმე წელია მიმდინარეობს და ის 2019 წლის დეკემბრის მეორე ნახევარში მნიშვნელოვან საერთაშორისო ფლატფორმად იქცევა.

ფესტივალის მიზანია:

• მსოფლიო სათეატრო რუკაზე ბათუმის, როგორც მდიდარი თეატრალური ტრადიციების ქალაქის გაჩენა. აჭარის, რეგიონის ცნობადობის გაზრდა ევროპასა და მთელ მსოფლიოში

• ქართველი მაყურებლისთვის მსოფლიოს წამყვანი, საუკეთესო თეატრალური კომპანიების და მსოფლიო სათეატრო ხელოვნებაში არსებული სიახლეების, მიმდინარე ტენდენციების გაცნობა

• გამოცდილების გაზიარება და საერთაშორისო პროექტებისა და კოპროდუქციებისთვის პარტნიორების მოძიებისთვის ხელშეწყობა
• აჭარის რეგიონში თანამედროვე თეატრალური ფორმების პოპულარიზაცია, აჭარის რეგიონში მოღვაწე შემოქმედებითი საზოგადოების კვალიფიკაციის ამაღლება

ფესტივალი 20 დეკემერს დაიხურება. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system