თავში

ბერლინალეზე საუკეთესო ქალისა და კაცი მსახიობის ნომინაციები გაუქმდა

ბერლინალეზე საუკეთესო ქალისა და კაცი მსახიობის ნომინაციები გაუქმდა
ბერლინალეზე საუკეთესო ქალისა და კაცი მსახიობის ნომინაციები გაუქმდა

"გვჯერა, რომ ჯილდოების გენდერის ნიშნით განაწილებაზე უარის თქმა კინოინდუსტრიას გენდერულად უფრო სენსიტიურ ატმოსფეროს შეუქმნის", - ამის შესახებ "ბერლინალეს" ხელმძღვანელებმა, კარლო შატრიანამ და მარიეტე რისენბექმა განაცხადეს.

ბერლინის პრესტიჟული კინოფესტივალის გადაწყვეტილებით, 2021 წლიდან საუკეთესო ქალი და საუკეთესო კაცი მსახიობის ნომინაციები "ბერლინალეზე" უქმდება და ისინი გენდერულად ნეიტრალური ნომინაციებით შეიცვლება.

ცვლილების თანახმად, "ბერლინალეზე" მსახიობები "საუკეთესო მთავარი როლსა" და "საუკეთესო მეორეხარისხოვანი როლის" კატეგორიებში გაერთიანდებიან.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system