თავში

ბერლინის კინობაზრობაზე ქართული ფილმების ჩვენება გაიმართება

ბერლინის კინობაზრობაზე ქართული ფილმების ჩვენება გაიმართება
ბერლინის კინობაზრობაზე ქართული ფილმების ჩვენება გაიმართება

ბერლინის საერთაშორისო კინოფესტივალთან არსებულ კინობაზრობაზე ორი ქართული ფილმის დეა კულუმბეგაშვილის "დასაწყისის" და თათია სხირტლაძის "დიდება დედოფალს" ჩვენება გაიმართება.

"დასაწყისი" დეა კულუმბეგაშვილის პირველი სრულმეტრაჟიანი ფილმია. ფილმმა გასულ წელს სან-სებასტიანისა და ტორონტოს კინოფესტივალების ჯილდოები მოიპოვა. "დასაწყისი" საქართველოს სახელით ოსკარზეც გაიგზავნა, მაგრამ შორტლისტში ვერ მოხვდა. 

"დიდება დედოფალს" თათია სხირტლაძის დოკუმენტური ფილმია, რომელიც ლეგენდარული ქართველი მოჭადრაკეების - ნონა გაფრინდაშვილის, ნანა ალექსანდრიას, მაია ჩიბურდანიძისა და ნანა იოსელიანის ბიოგრაფიას ეფუძნება.

წლევანდელ ბერლინალეზე "ოქროს დათვისთვის" ალექსანდრე კობერიძის "რას ვხედავთ, როდესაც ცას ვუყურებთ" იბრძვის, რომელიც 1993 წლის შემდეგ ბერლინის ფესტივალზე მთავარ კონკურსში მოხვედრილი პირველი ქართული ფილმია.

კიდევ ერთი დოკუმენტური ფილმი, სალომე ჯაშის "მოთვინიერება" ბერლინის კინოფესტივალის ერთერთი პროგრამის, "ფორუმის" მონაწილეა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system