თავში

დართ ვეიდერის როლის შემსრულებელი 85 წლის ასაკში გარდაიცვალა

დართ ვეიდერის როლის შემსრულებელი 85 წლის ასაკში გარდაიცვალა
დართ ვეიდერის როლის შემსრულებელი 85 წლის ასაკში გარდაიცვალა

"ვარსკვლავური ომების" ვარსკვლავი, დართ ვეიდერის როლის შემსრულებელი, ბრიტანელი მსახიობი დევიდ პრაუზი 85 წლის ასაკში გარდაიცვალა. ამის შესახებ გამოცემა Hollywood Reporter იუწყება.

გამოცემის ცნობით, მსახიობი ხანმოკლე ავადმყოფობის შემდეგ გარდაიცვალა, თუმცა მისი გარდაცვალების ზუსტი მიზეზი არ სახელდება.

დევიდ პრაუზმა მსოფლიო პოპულარობა ჯორჯ ლუკასის "ვარსკვლავური ომების" ტრილოგიაში, 1977-1983 წლებში შესრულებული, დართ ვეიდერის როლით მოიპოვა.

გამოცემა აღნიშნავს, რომ მსახიობი დართ ვეიდერის "კოსტუმს" ატარებდა, ხოლო პერსონაჟის ხმას ამერიკელი მსახიობი ჯეიმს ერლ ჯონსი ახმოვანებდა.  

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system