თავში

ეროვნულ ბიბლიოთეკაში ფოლკლორის დარბაზს ანზორ ერქომაიშვილის სახელობის დარბაზი ეწოდა

ეროვნულ ბიბლიოთეკაში ფოლკლორის დარბაზს ანზორ ერქომაიშვილის სახელობის დარბაზი ეწოდა
ეროვნულ ბიბლიოთეკაში ფოლკლორის დარბაზს ანზორ ერქომაიშვილის სახელობის დარბაზი ეწოდა

ეროვნულ ბიბლიოთეკაში არსებულ ფოლკლორის დარბაზს ანზორ ერქომაიშვილის სახელობის ფოლკლორის დარბაზი ეწოდა- ამის შესახებ ინფორმაციას ეროვნული ბიბლიოთეკის  დირექტორი, გიორგი კეკელიძე ავრცელებს.

მწერლის თქმით, ეროვნული ბიბლიოთეკაში ფოლკლორის დარბაზი ანზორ ერქომაიშვილის მოღვაწეობით გაიხსნა.

"ეროვნული ბიბლიოთეკის ფოლკლორის ულამაზეს დარბაზს, რომელიც სწორედ ამ დიდ მოღვაწესთან ერთად გავხსენით, დღეიდან ანზორ ერქომაიშვილის სახელობის ფოლკლორის დარბაზი ერქმევა",- წერს გიორგი კეკელიძე სოციალურ ქსელში.

ცნობისთვის, საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, ანზორ ერქომაიშვილს მთაწმინდის მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა პანთეონში დღეს დაკრძალავენ.

ანსამბლ „რუსთავის“ დამფუძნებელი ანზორ ერქომაიშვილი, 80 წლის ასაკში გარდაიცვალა.

ანზორ ერქომაიშვილმა დაამთავრა თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიის საგუნდო-სადირიჟორო ფაკულტეტი. სტუდენტობის დროს, მან დაიწყო გურული საგალობლებისა და ხალხური სიმღერების გადატანა ნოტებზე. კონსერვატორიაში დააარსა ამ სიმღერების შემსწავლელი ვოკალური ანსამბლი "გორდელა".

1968 წლიდან იყო ვოკალურ ანსამბლ "რუსთავის" ხელმძღვანელი. გამოცემული აქვს მის მიერვე ჩაწერილი და გაშიფრული შვიდი ქართული (გურული) ხალხური სიმღერა. გამოსაცემად მოამზადა კრებული „გურული ხალხური სიმღერები“. ავტორია წიგნებისა „ხმა უცნაური“, „ბაბუა“, „შავი შაშვი ჩიოდა“.

მიღებული აქვს ბრწყინვალების საპრეზიდენტო ორდენი, ქართული საგუნდო მუსიკის, ფოლკლორის განვითარებისა და პოპულარიზაციის საქმეში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისათვის, ნაყოფიერი პედაგოგიური, საზოგადოებრივი მოღვაწეობისა და ქვეყნის წინაშე აღმატებული ღვაწლისათვის;

ასევე, მიღებული აქვს ივანე ჯავახიშვილის სახელობის პრემია, შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო პრემია, ილია ჭავჭავაძის სახელობის პრემია, ექვთიმე თაყაიშვილის სახელობის პრემია, იაკობ გოგებაშვილის სახელობის პრემია, ალბერტ შვაიცერის სახელობის პრემია.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system